ქეთა ციცქიშვილმა პირველმა გააშუქა მოზარდის უმძიმესი გადაწყვვეტილება, როცა მოსწავლემ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობის შემდეგ ტვითმკვლელობა სცადა და მეცხრე სართულიდან გადმოხტა:
"12 დეკემბერს საღამოს Teo მ მითხრა წადი დიღომში რაღაცა ამბავია და გაიგე რა ხდებაო. რომ გავიგე 15 წლის ბავშვმა თვითმკვლელობა სცადა,მაგრამ ცოცხალიაო იმ წამიდან დავიწყე ფიქრი - ნეტა გადარჩეს!
იაშვილის კლინიკაში რომ მივედი, აღარც გადაღება მახსოვდა,აღარც სხვა რამე - ექიმს კამერის გარეშე ვთხოვდი რამე იმედი მოეცა სრულიად უცხო ბავშვის გადარჩენაზე. თითქოს დამაიმედა, მაგრამ... მერე გარეთ მისი ძმა დავინახე, ვერაფერი ვუთხარი. მაგრად იდგა ბექა. იმედიანი, მაგრამ ძალიან ნაღვლიანი თვალები ქონდა. არასოდეს დამავიწყდება როგორ მიყურებდა და მიყვებოდა რა მოხდა !
ჩართვაზე დავდექი! ის ჩართვაც არასდროს დამავიწყდება! ჩუმად, ჩემთვის ვლუღლუღებდი. არ მახსოვს რა ვილაპარაკე, არც ის მახსოვს იქიდან როგორ წამოვედი. 12 დეკემბრის მერე ყოველი ჩემი დილა ბექასთან დარეკვით იწყებოდა. გუშინაც დავურეკე, უფრო იმედიანად იყო - ისრაელიდან ექიმები ჩამოვიდნენ ლუკასთვისო! დღესაც დავურეკე და ჩუმად ვუსამძიმრებდი. სხვანაირი ხმა ქონდა,რაღა აზრი აქვს რამესო მითხარა ?!! ამის მერე საერთოდ რას აქვს აზრი!
ეხლა ლუკას სახლთან ვდგავარ და აქ მოასვენეს ბავშვი, რომელის გადარჩენასაც 1 კვირა ყოველ დღე ვთხოვდი ღმერთს!
იმედი გამიცრუვდა!"- წერს ჟურნალისტი.
მასალის გამოყენების პირობები






