"ერთმა პოლიციელმა მეორეს უთხრა, გუშინდელის გამო სამსახურიდან მივდივარ, სოფელში წავალ, ვენახს მოვუვლი, კაცი მაინც მერქმევაო..." - რას წერს დიალოგის შემთხვევითი მოწმე
სოც.მედია - 16:42, 18 Dec, 2019     2485
ირმა კახურაშვილი ფეისბუქში იმ დიალოგის შესახებ წერს, რომლის მოწმე შემთხვევით გახდა. მისი თქმით, საუბარი ორ პოლიციელს შორის შედგა და 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის სკანდალურ საქმეს ეხებოდა:


"დღეს მეტროში ერთი ახალგაზრდა პოლიციელი მეორეს ეუბნება, გუშინდელი ამბის გამო სამსახურიდან მივდივარო, კვირის ბოლოს უნდა ვუთხრაო. მეორე ეუბნება, მერე სად წახვალ, შე ჩემა და ის პასუხობს, მშობლებთან წავალ, სოფელში, ვენახში მივეხმარები მამაჩემსო. კაცი მაინც მერქმევაო.აი, ასე", - წერს ირმა კახურაშვილი.

შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე "მწვანე სკოლის" მოსწავლე იყო. მან 11 დეკემბერს სკოლის შიდა და გარე ტერიტორიაზე სხვადასხვა წარწერა დატოვა, რის შემდეგაც პოლიციამ სკოლაში დარეკა და გამოძიება დაიწყო. სავარაუდოდ, დაკითხვის დროს მოზარდმა ფსიქოლოგიური ზეწოლა განიცადა.

თავდაპირველად, შსს უარყოფდა ზეწოლის ფაქტს, თუმცა გუშინ, მოზარდის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების გამომძიებელი მარინა ჩოლოიანი და ბრალად სს კოდექსის 335-ე მუხლი წაუყენეს, რაც ჩვენების მიჩემის იძულებას გულისხმობს.

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გაიმართა. საპროტესტო აქციები მომდევნო დღეებშიცაა დაანონსებული. პროტესტის ფონზე შს მინისტრის გადადგომასაც ითხოვენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42