ყველამ კარგად იცის, რომ ქატოს ორგანიზმის გაჯანსაღება და გაწმენდა შეუძლია. კატო დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს შეიცავს, მათ შორის კალიუმსა და B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც კუჭ-ნაჭლავზე სასარგებლო გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, ქატოს სწორად გამოყენება, გახდომაშიც დაგეხმარებათ. ქატოს დიეტა არ იწვევს ორგნიზმის გამოფიტვას კალიუმისა და სხვადასხვა ვიტამინებისგან.
დიეტისთვის შესაბამისი ქატო უნდა მივიღოთ დღეში 3–ჯერ , 1 სუფრის კოვზი, და უნდა დააყოლოთ 1–2 ჭიქა წყალი . სამი საათის განმავლობაში ქატოს მიღებიდან არაფრის ჭამა მიზანშეწონილი არაა და დღიური რაციონი 1200–დან 1300 კილო კალორიამდე უნდა შემცირდეს. შეგიძლიათ მიირთვათ ხილი, ბოსტნეული, უცხიმო ხორცი, თევზი და უცხიმო რძის პროდუქტები. დიეტის ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 დღისა.
შესაძლებელია ქატოს დიეტით ე.წ. „განტვირთვის დღის“ მოწყობაც. ამისათვის სამჯერ დღეში უნდა მიირთვათ 2 კოვზი ქატო 1 ჭიქა წყალთან ერთად და 1,5 ლიტრი კეფირი დღის განმავლობაში. ასეთი კვება გაააქტიურებს კუჭ–ნაწლავის მოქმედებას და უმჯობესია ეს დღე სახლში გაატაროთ, ხოლო მსგავსი განტვირთვა, მხოლოდ 10 დღეში ერთხელ არის მიზანშეწონილი.
მასალის გამოყენების პირობები






