ნაძალადევის რაიონში, მე–7 საჯარო სკოლაში, სადაც #9 და #10 საარჩევნო უბნებია განლაგებული, სოციალურად დაუცველები და დევნილები შეიჭრნენ.
ინციდენტი დაახლოებით საღამოს ათ საათზე მოხდა. როგორც ცესკო–ში აცხადებდნენ, ისინი ადგილზე იმყოფებოდნენ, მობილიზებული იყო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, პოლიციამ მომხდარზე რეაგირება დროულად მოახდინა და პირები, რომლებიც შენობაში შეიჭრნენ, უკვე გამოყვანილი არიან. მისივე განმარტებით,
საარჩევნო უბანი დარბეული არ არის. მომხდართან დაკავშირებით საქმე 160-ე, უკანონო შეჭრის მუხლით არის აღძრული. ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნინო კიკალიშვილმა განუცხადა, რომ პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და შეჭრილი პირები შენობიდან დროულად გაიყვანა.
მისივე თქმით, საკუთრივ ის ოთახები, სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები, ხელუხლებელია და უბნებს არაფერი დამუქრებია. ნაძალადევის საოლქო კომისიის თავმჯდომარისთვის უცნობია, თუ ვინ არიან სკოლის შენობაში შეჭრილი პირები და რა მოტივაციით სცადეს მათ შენობის დაკავება.შემთხვევის ადგილიდან მოწოდებული ინფორმაციით,
აღნიშნული საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე 20-მდე სოციალურად დაუცველი პირი იყო შეჭრილი, რომლებმაც შენობაში შუშები ჩაამტვრიეს.
მისივე თქმით, მოგვიანებით სოციალურად დაუცველებმა განმარტეს, რომ არ იცოდნენ თუ აღნიშნულ შენობაში საარჩევნო კომისია იყო განთავსებული.
შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია
მასალის გამოყენების პირობები






