ქეით მოსი და ჯონი დეპი
ქეითი და ჯონი 4 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ბრედ პიტი და გვინეთ პელტროუ
წყვილი, რომელიც ერთმანეთზე გიჟდებოდა და ერთი და იგივე ვარცხნილობითაც კი დადიოდნენ. სამწუხაროდ ბრედ პიტისა და გვინეთ პელტროუს სასიყვარულო ისტორია მხოლოდ 2 წელს ითვლის.

ჯასტინ ტიმბერლეიკი და ბრიტნი სპირსი
წყვილი 1998 წლიდან 2002 წლამდე ერთად იყო. ჯასტინ ტიმბერლეკის ერთ-ერთი სიმღერა Cry me a River სწორედ ბრიტნი სპირსზეა დაწერილი მასთან განშორების შემდეგ.

პამელა ანდერსონი და ტომი ლი
მათი ოფიციალური ქროწინება 3 წელს ითვლის და ამ დროში მათ ორი შვილი ეყოლათ. ლოს ანჯელესის ყველაზე ცნობილი წყვილი ერთმანეთს სკანდალებით დაშორდა.

ვიტნი ჰიუსტონი და ბობი ბრაუნი
ვიტნი ჰიუსტონმა ბობი ბრაუნის შემოთავაზება პირველად უარყო, რადგან მის გეგმებში ქორწინება არ შედიოდა. თუმცა, წყვილმა 1992 წელს ეს მაინც შეძლეს და მათი ქორწინება 14 წელს გაგრძელდა.

ბრიუს ვილისი და დემი მური
90-იანების ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილს სამი შვილი ყავს. ისინი 2000 წელს დაშორდნენ, თუმცა საუკეთესო მეგობრებად დარჩნენ.

ხუაკინ ფენიქსი და ლივ ტაილერი
წყვილი ერთმანეთს 1998 წელს დაშორდა, თუმცა ისინი კარგ მეგობრებად დარჩნენ. ლივ ტაილერი ხუაკინს დღემდე ოჯახის წევრად მიიჩნევს.

მასალის გამოყენების პირობები






