ანჯელა ბრიჯიდ ლენსბერი - 2019 vs 1950 - ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი. ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის სამგზის ნომინანტი, ემის თვრამეტგზის ნომინანტი, ოქროს გლობუსის ექვსგზის ლაურეატი და ამერიკის უმაღლესი თეატრალური პრემიის, ტონის რეკორდული, ხუთგზის ლაურეატი.

დიქ ვან დაიკი - 2018 vs 1958 - ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე, რომლის გამარჯვებებმა წლების განმავლობაში ყველა კონკურენტი უშანსოდ დატოვა.

ნორმან ლოიდი - 2017 vs 1942 - ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი. მისი კარიერა 8 დეკადას მოიცავს და დღესაც დაკავებულია სამსახიობო მოღვაწეობით. შესაბამისად, ლოიდი ჰოლივუდის ყველაზე მხცოვანი მომუშავე მსახიობია. აქტიურად თანამშრომლობდა ალფრედ ჰიჩკოკთან. იყო პროდიუსერი ლეგენდარული რეჟისორის სერიალისა ალფრედ ჰიჩკოკი წარმოგიდგენთ.

კირკ დაგლასი - 2018 vs 1940 - ამერიკელი კინოსა და თეატრის მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი. არის მსახიობისა და პროდიუსერის, მაიკლ დაგლასის მამა.

შონ კონერი - 2018 vs 1960 - ოსკარის, ოქროს გლობუსის და BAFTA-ს მფლობელი შოტლანდიელი მსახიობი და პროდიუსერი. 1987 წელს მან მიიღო ოსკარი კატეგორიაში „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“, ფილმისთვის „ხელშეუხებლები“.

მასალის გამოყენების პირობები






