ბრაზილიის საავადმყოფოში მიყვანილ ადამიანს მისი 4 მაწანწალა ძაღლი მოთმინებით ელოდა კარებთან. ამის შესახებ წერს INSIDER-ი. გამოცემის თანახმად, სანამ პაციენტს, სახელად ცეზარს, უტარდებოდა სამედიცინო დახმარება, საავადმყოფოს ექიმმა აღნიშნა, რომ კარებთან მოგროვდა 4 მაწანწალა ძაღლი.
ექიმის თქმით, ძაღლები, რომლებიც საკმაოდ კარგად იყვნენ გამოკვებილნი და სისუსტე არ აღენიშნებოდათ ელოდებოდნენ თავიანთ მეგობარს და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიცდიდნენ
სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ცეზარმა აღნიშნა, რომ იგი ზოგჯერ თავისთვის საჭმელს იკლებს და ულუფას უთმობს ძაღლებს.
ექიმმა მემფრიმმა ფეისბუქზე აღნიშნა: „ უბრალო კაცს, ყოველგვარი ძვირფასეულობის გარეშე, რომელიც უმკლავდება შიმშილს, სიცივეს, ტკივილს, მსოფლიო ბოროტებას, გვერდით ჰყავს საუკეთსო კომპანიები, რომლებიც ღელავენ მასზე “.
ძაღლები საათობით იდგნენ კარებთან, რომელთაც საავადმყოფოს თანამშრომლებმა საშუალება მისცეს შიგნით შემოსულიყვნენ და სანამ მათი მეგობარი სამედიცინო დახმარებას იღებდა, მათ საჭმელიც აჭამეს.
მასალის გამოყენების პირობები






