"ორსულობის დროს 20 კგ დავიკელი, ექიმებმა მიზეზი ვერ დაადგინეს..."
ეს საინტერესოა - 14:55, 14 Dec, 2019     1367

32 წლის მიშელ მუნიოსი ბედნიერი იყო, როდესაც შეიტყო რომ ბავშვს ელოდებოდა. მაგრამ მალე ეს სიხარული წამებად გადაიქცა - მისი ორსულობა უმძიმეს ფორმებში მიმდინარეობდა.

მიშელს მუდმივად რაღაც სტკიოდა, სუნთქვა და გადაადგილება უჭირდა. ამასთან მან წონაში 20 კილოგრამი დაიკლო.

მან რამდენიმე ექიმს მიმართა, რათა ჯანმრთელობის პრობლემა მოეგვარებინა, თუმცა მათ ვერაფერი გაუგეს და ამ პრობლემას დეპრესიას და ხშირ რებინებას აბრალებდნენ.

შეგახსენებთ, რომ როგორც წესი, ქალები ორსულობისას 12-18 კილოგრამით იმატებენ წონაში, ხოლო თუ დედას ზედმეტი წონა აქვს, ექიმებმა მას შეიძლება მკაცრი დიეტრაც კი დაუწესონ.

მიშელის ვაჟი ნაადრევად დაიბადა, ხოლო თავად დედა ისე დასუსტებული იყო, რომ შვილის ხელში დაჭერაც კი უჭირდა.

მშობიარობიდან თვენახევრის შემდეგ მიშელ მუნიესმა კიდევ ერთ ექიმს მიმართა, რომელმაც მას დიაგნოზი დაუსვა - ჰოჯკინის ლიმფომა, ლიმფური სისტემის ავთვისებიანი დაავადება.

"სასწაულია, რომ ცოცხლები ხართ, მითხრა ექიმმა," - აცხადებს მიშელი.

აღსანიშნავია, რომ მიშელი დაფეხმძიმებას წელიწადნახევარი ცდილობდა, მან ორი ქირურგიული ოპერაცია და ოთხთვიანი ჰორმონალური თერაპიის კურსი გაიარა. ბოლოს 2017 წლის ოქტომბერში იგი დაფეხმძიმდა.

მიშელის ვაჟი სამუელი 2018 წლის 7 მაისს დაიბადა, ის აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, თუმცა, ის მაინც 15 დღით სპეციალურ ინკუბატორში მოათავსეს. საბედნიეროდ, დედის დაავადება მას არ აღმოაჩნდა.

ჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზის დადგენის დროს დაავადებას უკვე სერიოზული სახე ჰქონდა მიღებული - ლიმფოკვანძები დასიებული იყო, ხოლო გულსა და ფილტვებში სითხე იყო დაგროვებული. სიმსივნე მეოთხე სტადიაში იყო. დიაგნოზი განაჩენად ჟღერდა.

ექიმი სუზან როდრიგეს სტალბაუმი, რომელმაც მიშელს დიაგნოზი დაუსვა, აცხადებს, რომ ორსულობის დროს ლიმფომის დიაგნოსტირება მართლაც რთულია.

ნახევარი წლის განმავლობაში მიშელმა ქიმიოთერაპიის 20 კურსი გაიარა. 2019 წლის თებერვალში მიშელმა სამსახურში სიარული შესძლო, თუმცა, 5 წლის განმავლობაში მან რეგულარულად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა, რათა ექიმები დარწმუნდნენ, რომ დაავადება კვლავ არ გაჩნდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42