ირლანდიასა და ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს
სამართალი - 16:33, 13 Dec, 2019     1544

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპელი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად, ირლანდიასა და ესპანეთში დაკავებულია ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტერპოლთან და ევროპოლთან.

ქართველმა, ირლანდიელმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, დუბლინსა და ბარსელონაში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციისას, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.

სპეცოპერაცია „ნანდი-მომბასას“ შედეგად, ირლანდიის ქალაქ დუბლინში დაკავებული არიან: 1972 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1974 წელს დაბადებული ს.გ. და 1997 წელს დაბადებული თ.ბ., ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში კი - 1980 წელს დაბადებული დ.მ. და 1972 წელს დაბადებული მ.მ.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ყალბი საბუთების შეძენა-შენახვა-დამზადება და უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის ესპანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულია 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დუბლინიდან ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად აგზავნიდნენ ამანათებს (პირადობის დამადასტურებელ ყალბ საბუთებს), რომლებსაც საქართველოს ასეულობით მოქალაქე ირლანდიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გადაადგილების მიზნით იყენებდა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენის, ასევე, მათი კავშირების დადგენის და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ირლანდიისა და ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელლდა ხანგრძლივი, კოორდინირებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ გამოძიება 2018 წლის ზაფხულში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანეთის სამეფოში დაკავებულ იქნა საქართველოს არაერთი მოქალაქე, რომლებიც ირლანდიაში გადასვლას გაყალბებული საბუთებით ცდილობდნენ. გამოძიების ფარგლებში მოხდა დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერების იდენტიფიცირება, გამოვლინდნენ ლიეტუვასა და სლოვაკეთში მოქმედი გაყალბებული დოკუმენტებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეები.

2018-19 წლის განმავლობაში ესპანეთის ტერიტორიაზე გამოვლენილი ყალბი დოკუმენტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეების მიმართ უკვე განხორციელდა შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პროცედურები.

სპეცოპერაცია „ნანდი-მომბასას“ შედეგად დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქის მიმართ გამოძიება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსისი შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ამ მიმართულებით უწყება აქტიურად ახორციელებს ეფექტიან ღონისძიებებს, როგორც ქვეყანის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.

მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბელგიელ, ფრანგ, უკრაინელ, ესპანელ, ირლანდიელ, იტალიელ და ჩეხ კოლეგებთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, 12 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულია კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული საქართველოს 124 მოქალაქე, მათ შორის 3 ე.წ. „კანონიერი ქურდი“ - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42