საბურთალოზე სითი მოლში მაკდონალდსის რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:28, 13 Dec, 2019     2035
საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას N70-ში მაკდონალდსის ახალი რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა. სავაჭრო ცენტრის „სითი მოლის“ მეოთხე სართულზე განთავსებული, მაკდონალდსის რიგით მეთექვსმეტე რესტორანი 200-ზე მეტ პერსონაზეა გათვლილი და მოიცავს როგორც დახურულ, ასევე ვერანდის ტიპის ღია სივრცეს. ახალი რესტორანი მომხმარებელს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ყოველდღიურად მოემსახურება.

მაკდონალდსთან ერთად განთავსდა უკვე კარგად ნაცნობი და მომხმარებლებისთვის საყვარელი „მაკკაფეც“, რომელიც არომატული და პრემიუმ კლასის ყავის მრავალფეროვან ასორტიმენტს და უგემრიელესი დესერტების არჩევანს შესთავაზებს სტუმრებს. პირველი „მაკკაფე“ ვაკეში გაიხსნა და დღეისათვის თბილისში სამ ხოლო ბათუმში ერთ ლოკაციაზეა წარმოდგენილი.

ახალი მაკდონალდსი სტუმრებს უმაღლეს სტანდარტებზე დაფუძნებული „მომავლის გამოცდილების“ პლატფორმით მოემსახურება. რაც გულისხმობს მომხმარებლის რესტორანში შესვლისთანავე სტუმართმოყვარეობის ლიდერის დახმარებას, მაგიდასთან მომსახურების სერვისს, რომლის მეშვეობითაც სტუმრებს შეკვეთის ზონაში ლოდინი აღარ სჭირდებათ და სასურველ პროდუქტს მაგიდასთან იღებენ. ასევე მოიცავს შესაკვეთ კიოსკებს, რომლებიც მორგებულია მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზე და მაქსიმალურად ფოკუსირდება მომხმარებლის კომფორტზე.

„მაკდონალდს საქართველო“ ევროპაში ერთ-ერთი მოწინავეა უმაღლესი სტანდარტების და ინოვაციების დანერგვის კუთხით. საქართველოს მაკდონალდსი ისეთ ქვეყნებს შორისაა მოწინავე, როგორებიცაა ავსტრია და პორტუგალია.

„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 16 ობიექტს მოიცავს.ა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42