საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:37, 13 Dec, 2019     1499

საქართველოს ბანკი სტუდენტური პროგრამის - “ლიდერატორის“ განხორციელებასა და დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს. საქართველოს ბანკი წელს საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის 9 ახალ პროგრამაზე აცხადებს მიღებას. ესენია: ბიზნესის განვითარების ანალიტიკა; ბიზნესის ეფექტურობა; კორპორაციული/ საინვესტიციო ბანკინგი და დაგროვილი ქონება; მონაცემთა მეცნიერება; ფინანსური მენეჯმენტი; ინფორმაციული ტექნოლოგიები; საცალო საბანკო მომსახურება (RB, Express, SOLO); ციფრული პროდუქტები, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება. აღნიშნული პროგრამები ბანკის მასშტაბით ჯამში 31 სხვადასხვა მიმართულებას და ბანკის შვილობილ კომპანიებს მოიცავს. საქართველოს ბანკი სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებს სთავაზობს მათ სასწავლო პროცესზე მორგებულ გრაფიკს. თითოეულ სტუდენტებს ეყოლება მენტორი, რომელიც მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მისცემს რჩევებს და უკუკავშირს.

პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეები დასაქმდებიან საქართველოს ბანკში. ბანკში განხორციელებული სტუდენტური პროგრამების შედეგად 80 საუკეთესო მონაწილე გახდა საქართველოს ბანკის თანამშრომელი.

„განათლებისა და დასაქმების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს პროფესიულ განვითარებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. საქართველოს ბანკი ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმავონ პრაქტიკა მათთვის საინტერესო სფეროებში მუშაობით. გვინდა სტუდენტებს მხარდაჭერა გავუწიოთ, იპოვონ თავიანთი ნამდვილი ინტერესის სფერო, რათა მიიღონ მაღალი ხარისხის პრაქტიკული გამოცდილება, ყოველივე ეს კი გამოიყენონ, როგორც საკუთარი მომავლისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისათვის”,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდა ლიდერების მომზადება საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ბანკი ზრუნავს კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი საუკეთესო ტალანტების მოზიდვასა და შემდგომ განვითარებაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.lideratori.bog.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42