ალენ დელონმა, ჯუდ ლოუმ და სხვა სიმპათიურმა მსახიობებმა ქალბატონების გულები დაიპყრეს. ახლა კი ჯერი მათ ვაჟებზეა, რომლებიც ზოგჯერ მამებზე სიმპათიურებიც კი არიან. გთვაზობთ ცნობილი ადამიანების და მათი შვილების ფოტოებს.

ჯუდ ლოუ ინგლისელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორია. მას 5 შვილი ყავს, თუმცა ყველაზე სიმპათიური 23 წლის რაფერტი ლოუა.

ალენ დელონის შესახებ ყველამ ვიცით. ის სიმპათიურობის ეტალონად იყო წოდებული წლების განმავლობაში. მისი ვაჟი ალენ-ფაბიენ დელონი 25 წლისაა, რომელიც ის ერთადერთია, ვისაც მამის სიმპათიურობაში გაჯიბრება შეუძლია.

კლინტ ისთვუდი ბედნიერი კაცია. მას შვიდი შვილი ყავს. ყველაზე ცნობილი კი 33 წლის სკოტია. სკოტი უდაოდ სიმპათიური ბიჭია, რომელიც შესაძლოა მამასაც კი სჯობდეს.

ჯერემი აირონსი ცნობილი ინგლისელი მსახიობია, რომელიც 1969 წლიდან მოღვაწეობდა ლონდონის თეატრებში, 1989 წლიდან კი ბროდვეიზე. 1971 წლიდან კი მოღვაწეობს კინოში. ჯერემის ვაჟი, მაქსი საზოგადოებას მამამისის მსგავსად სამსახიობო სფეროში მოევლინა.

პატარა ტერმინატორი? არა ! არნოლდ შვარცნეიგერის შვილი ნამდვილად მამაზე სიმპათიურია. 15 წლის ასაკში ამბიციურმა ბიჭმა ტანსაცმლის ხაზი შექმნა. პატრიკი მოდელია და იგი ჰუდსონ ჯინსის ბრენდის სახეა.
მასალის გამოყენების პირობები






