მსოფლიოში უამრავი წყვილი დგას იმ პრობლემის წინაშე, რასაც უნაყოფობა, უშვილობა ჰქვია. თანამედროვე მედიცინა სხვადასხვა გზებით ცდილობს გადაჭრას აღნიშნული პრობლემა, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და წარმატებული მეთოდი არის ინვიტრო განაყოფიერება (ხელოვნური განაყოფიერება).
ინვიტრო განაყოფიერება იდენტურია ქალის ორგანიზმში მიმდინარე განაყოფიერების, თუმცა ამ შემთხვევაში პროცესი ხდება მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში. მარტივად რომ ავღწეროთ, მედიკამენტების საშუალებით ხდება ქალის საკვერცხეების სტიმულაცია და მომწიფებული კვერცხუჯრედების ასპირაცია, შემდეგ ხდება კაცის სპერმის დამუშავება და ქალის კვერცხუჯრედებთან შერწყმა/განაყოფიერება. შედეგად, მიიღება ემბრიონი, რომელიც გადააქვთ ქალის საშვილოსნის ღრუში, სადაც იგი აგრძელებს ზრდა-განვითარებას.
რატომ ჟორდანიას კლინიკა
ჟორდანიას კლინიკა არის პირველი რეპროდუქციის კლინიკა საქართველოში. იგი დაარსების დღიდან ორიენტირებულია დანერგოს მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ყველა თანამედროვე მეთოდი. კლინიკა უდავო ლიდერია ბაზარზე, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, მაღალხარისხიანი აპარატურა, გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტებისგან შექმნილი გუნდი.
ინვიტრო განაყოფიერება ჟორდანიას კლინიკაში ხდება მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, გამოცდილი ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ. კლინიკა იმდენად წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას, რომ პაციენტები სამკურნალოდ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან. ინვიტრო განაყოფიერებით ორსულობის დადგომის სიხშირე ჟორდანიას კლინიკაში უკვე 75%-ია.
როდის არის საჭირო ინვიტრო განაყოფიერება
თუ წყვილს ერთი წლის განმავლობაში რეგულარულად აქვს სქესობრივი ცხოვრება და ქალი არ დაორსულდა, მაშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წყვილს უნაყოფოდ მიიჩნევს. განაყოფიერებისთვის საჭირო ხდება სამედიცინო ჩარევა, უმეტეს შემთხვევაში ერთადერთი ეფექტური გზა ინვიტრო განაყოფიერებაა.
ჟორდანიას კლინიკის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: www.zhordania.ge
მასალის გამოყენების პირობები






