მომღერალი გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში გვერდზე პოსტს, ავრცელებს და წერს, რომ კახური სიმღერის უკანასკნელი მოხიკანი , ანდრო სიმაშვილი, გარდაიცვალა.
უშიკიშვილის თქმით ანდრო სიმაშვილი მრავალი თაობის აღმზრდელი იყო.
"კახური სიმღერის უკანასკნელი მოხიკანიც გარდაიცვალა. სანდრო სიმაშვილი, მრავალი თაობის ამღზრდელი. სიცოცხლის ბოლო წუთამდე საქართველოზე მოფიქრალი კაცი. ჩვენი პედაგოგი და მეგობარი. ანდრო სიმაშვილის გარდაცვალებით დასრულდა ეპოქა. ეპოქა სადაც ის წარსულის მარგალიტებს უხვად აფრქვევდა და გვასაჩუქრებდა. ანდრო პაპას გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოსთვის. დანაკლისია მათთვის ვინც იცის ქართული ხალხური სიმღერის ფასი.
დიდი მადლობა მას ღირსეული ცხოვრებისთვის. მადლობა რომ გვასწავლა, გვარიგებდა და მუდამ ჩვენს გვერდით იდგა
მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა" - წერს უშიკიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






