პოლიციის სავარაუდო ზეწოლის გამო, 15 წლის ბიჭი მეცხრე სართულიდან გადმოხტა - მოზარდის მდგომარეობა უმძიმესია
შემთხვევა - 23:05, 12 Dec, 2019     3382
"მთავარის" ინფორმაციით, სამართალდამცავების სავარაუდო ზეწოლის შედეგად, გუშინ 15 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა, რომელიც ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. მოზარდი აპარატზეა შეერთებული და სიკვდილს ებრძვის.

ბიჭის ახლობლები ამბობენ, რომ იგი მშობლის გარეშე სამი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკითხვაზე, რის შემდეგაც ბავშვმა ბრალი აღიარა და თავის საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ, მაღალსართულიანი კორპუსიდან გადახტა.

გუშინ, ბავშვი დიღმმის პირველ განყოფილებაში მშობელთან ერთად დაიბარეს. საქმე ეხებოდა მწვანე სკოლის კედელზე გარკვეულ წარწერას. როდესაც მოზარდის დაკითხვა მშობელთან ერთად მიმდინარეობდა, ის კანონდარღვევას არ აღიარებდა, თუმცა ის სამართალდამცავებმა ცალკე გაიყვანეს რის შემდგომაც მოზარდმა ბრალი აღიარა.

ბავშვის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სწორედ მაშინ, როცა იგი სამართალდამცველებთან მარტო, დასაკითხად იმყოფებოდა მოხდა ბიჭზე ზეწოლა, მას ემუქრებოდნენ ძმით, რომელიც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია და ასევე დედის უსაფრთხოებითაც. იმავე დღეს დაკითხვის დასრულების შემდეგ ბავშვმა თქვა, რომ წარწერა სკოლის კედელზე ნამდვილად თავად გააკეთა, თუმცა გუშინ მან ეს ყველაფერი უარყო და ამის შემდეგ მეცხრე სართულიდან გადმოხტა.

„რელობა ის არის რომ პოლიციის განყოფილებაში დააშინეს ბავშვი , დაემუქრნენ აღიარეო ყველაფერიო. დააშინეს თავის ძმით და ოჯახით “ - ამბობენ ბიჭის ახლობლები.

15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესია. ექიმების ტქმით, ის სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ გადმმოხტომის შემდეგ მანქანას დაეცა.

„მოზარდი შემოიყვანეს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, კომატოზური მდგომარეობით, მრავლობითი მოტეხილობით, თავის ტვინის დაზიანებით, ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავ არის უკიდურესად მძმე „ - აცხადებს ექიმი.

აღნიშნულ ფაქტზე შსს-ში გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42