საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:10, 12 Dec, 2019     1616

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გაერთიანებული სამეფოს სეზონის (UK Season) პროგრამის ფარგლებში, ინგლისურ ენაზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა. პროექტის ავტორი გამომცემლობა „რუსთაველი 850“-ია.

„ვეფხისყტაოსნის“ ახალი გამოცემის უნიკალურობა მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილ ტექსთან ერთად, არის ე.წ. წერეთლისეული ილუსტრაციები, რომელთა საქართველოში დაბრუნებაც უორდროპების ოჯახის დიდი დამსახურებაა. პირველად „ვეფხისტყაოსნის“ სრული ინგლისური თარგმანი, რომელიც მარჯორი უორდოპმა შეასრულა, 1912 წელს, ლონდონში, ოლივერ უორდროპის მიერ გამოიცა (მარჯორი უორდროპი იყო საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდროპის და)

წერეთლისეულ ხელნაწერს და მასში დაცულ უცნობი მხატვრების მიერ შესრულებულ უნიკალურ ილუსტრაციებს საინტერესო ისტორია აქვს. მრავალი თავგადასავალის შემდეგ უნიკალური ხელნაწერი საბოლოოდ წერეთლების საკუთრება გახდა, მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ის ყდაში ჩასვა, თბილისში ჩამოიტანა, მაგრამ გზაზე ეტლში დარჩა. ამის შემდეგ ხელნაწერი ექვთიმე თაყაიშვილს ჩაუვარდა ხელში. ექვთიმემ კი ის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა. მოგვიანებით, წერეთლების დაჟინებული მოთხოვნით, რამოდენიმე დღით ხელნაწერი კვლავ წერეთლებს გადაეცათ. თუმცა, ექვთიმეს მცდელობით ხელნაწერი უკან დაბრუნდა. სამწუხაროდ, ხელნაწერიდან 10 ილუსტრაცია ამოჭრილი იყო. 1911 წლის ბოლოს, ექვთიმე თაყაიშვილმა ოქსფორდიდან მიიღო ოლივერ უორდროპის წერილი, რომელიც იტყობინებოდა, რომ დაკარგულ ილუსტრაციებს ვაჭრები ლონდონში ყიდნენ. უორდროპმა გადაიღო სურათების ფოტოპირები და ექვთიმე თაყაიშვილს გამოუგზავნა თბილისში. სწორედ უორდროპების წყალობით გახდა ცნობილი სად ინახებოდა დაკარგული ილუსტრაციები, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა სამშობლოში დააბრუნა.

„განსაკუთრებით ამაყები ვართ, რომ საქართველოს ბანკს ჩვენი წვლილი შეგვაქვს ეროვნული საგანძურის-„ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ ენაზე ხელახლა გამოცემაში, რომელიც დამშვენებულია წერეთლისეული ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ 36 ილუსტრაციით, მათ შორისაა ის 9 ილუსტრაციაც, რომლის მოძიებაში და საქართველოში დაბრუნებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის ოლივერ უორდროპს. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წიგნის პრეზენტაცია ასევე ისტორიულ, „საკრედიტო საზოგადოების“ შენობაში გაიმართა, რომელიც პირველი საბანკო ნაგებობაა თბილისში და რომელიც ბანკმა ისტორიული სახით შეინარჩუნა. „ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებით საქართველოს ბანკი პარტნიორთან ერთად კიდევ არაერთ სიახლეს გეგმავს. კერძოდ, შეიქმენა სპეციალური პლატფორმა shotarustaveli.ge, სადაც განთავსდება „ვეფხისტყაოსნის“ ყველა გამოცემის ელექტრონული კატალოგი, გამოიცემა შოთა რუსთაველის აფორიზმების კრებული, რომლის მიზანია „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ “,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42