
ვიქტორია ბექჰემი - დევიდ ბექჰემის მეუღლე, მოდელი, დიზაინერი და ბიზნესმენი. ვიქტორია ყოველმხრივ ნიჭიერი ადამიანია.

ნაომი ელეინ კემპბელი - ინგლისელი სუპერმოდელი, მსახიობი, მომღერალი, სიმღერების ავტორი. ნაომი კემპბელი სთრითემში, ლონდონში დაიბადა. დედამისი ვალერი კემპბელი (ქალიშვილობის გვარით მორისი) იამაიკური წარმოშობის ყოფილი ბალერინაა. ნაომის არა მხოლოდ იამაიკური, არამედ ჩინური წარმოშობაც აქვს, კერძოდ კი, მამამისის დედის ხაზით (მინგის გვარის წარმომადგენლები). საკუთარ გარეგნობაზე ნაომი ამბობს: „ჩემი ნაკვთები სრულიად ეთნიკურია და მე ამით ვამაყობ“.

პენელოპე კრუსი - ესპანელი მსახიობი. პენელოპე კრუსის საერთაშორისო კარიერა უკავშირდება პედრო ალმოდოვარის ფილმს „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“. ამის შემდეგ მსახიობს იწვევენ ინგლისელი, ამერიკელი და ნორვეგიელი რეჟისორები. 2001 წელს კრუსმა ტომ კრუზთან ერთად ითამაშა ფილმში „ვანილის ზეცა“ და მათ შორის რომანი დაიწყო, რომელიც გაგრძელდა 2004 წლამდე.

სანდრა ბულოკი - ამერიკელი მსახიობი. დაიბადა არლინგტონში. დედა ოპერის მომღერალი იყო მამა კი რიტორიკის მასწავლებელი. 1982 წელს მან სკოლა დაამთავრა. ამის შემდეგ ის სწავლობდა კაროლინის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი გადავიდა საცხოვრებლად ნიუ-იორკში, სადაც დაიწყო სამსახიობო კარიერა.

სოფია ვერგარა - კოლუმბიელი მსახიობი, კომიკოსი, მოდელი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი. კოლუმბიაში. ცნობილი გახდა 1990-იანი წლების ბოლოს ორი ესპანურენოვანი სატელევიზიო შოუს წამყვანობით. 2000-იანი წლებიდან აქტიურად მოღვაწეობს ჰოლივუდში.

ჯერედ ჯოზეფ ლეტო - ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი, პროდიუსერი, მსახიობი, რეჟისორი და პერიოდულად მოდელი. ლეტო გამოჩნდა ჰოლივუდის დიდი ბიუჯეტის მქონე ფილმებში, რამაც უფრო მეტად ცნობილი გახადა.
მასალის გამოყენების პირობები






