შოპინგი თუ მოგზაურობა - მართალია სხვადასხვა ნივთებისა და ტანსაცმლის ყიდვა ყველას ძალიან უყვარს, თუმცა ეს წამიერი კმაყოფილებაა. ბევრად ღირებული და ფასეულია მოგზაურობით შეძენილი შთაბეჭდილება, რადგან ნივთებთან განსხვავებით მოგონებები არსდროს ცვდება. სწორედ შთაბეჭდილება განსაზღვრავს ადამიანების ხასიათს და ცხოვრებას. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ყველაზე ბედნიერად ისინი ითვლებიან, ვინც შოპინგსა და თავგადასავლებს შორის, არჩევანს მოგზაურობასა და თავგადასავლებზე აკეთებენ.
აღნიშნული მოსაზრება დაადასტურა სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, როცა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოწყობილი ექსპერიმენტის მონაწილეებს შეკითხვით, „რა უფრო მნიშვნელოვანია, მოგზაურობა თუ ძვირფასი შენაძენი”, შოპინგამდე და საყიდლების გაკეთების შემდეგ მიმართა და აღმოაჩინა, რომ იმ, უმცირესობამაც კი, ვინც თავიდან ძვირფას ნივთებს მიანიჭა უპირატესობა, შოპინგის შემდეგ აზრი შეიცვალა და სამომავლოდ ფინანსების დაბანდება მოგზაურობაში გადაწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები






