ლგბტ თემის წევრს სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნებით აშანტაჟებდნენ - ბრალდებულს 2 ათასიანი ჯარიმა დაეკისრა
სამართალი - 14:40, 11 Dec, 2019     1265

"თანასწორობის მოძრაობის" ინფორმაციით, პირს, რომელიც ლგბტ თემის წევრს სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა, 2 წლიანი პირობითი მსჯავრი და 2000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

თანასწორობის მოძრაობას ქვიარ თემის წევრმა 2019 წლის 13 ივლისს მომართა, რომელიც აცხადებდა, რომ მას სექსუალური ორიენტაციის შესახებ ცნობების გავრცელებით ემუქრებოდა ი.ნ და აღნიშნული მოტივით სძალავდა თანხას.

დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული ინტერნეტის საშუალებით გაიცნო. ბრალდებული მისგან 1000 ლარის გამოძალვას ცდილობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნებით ემუქრებოდა.

როგორც დაზარალებულმა “თანასწორობის მოძრაობის” იურისტებს განუმარტა, აღნიშნულმა პიროვნებამ თანხის ნაწილი – 500 ლარი გამოსძალა.

“თანასწორობის მოძრაობამ” საქმეში ჩართვის შემდეგ მიმართა პოლიციას, რის შედეგადაც დაწყებულ იქნა გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლით. აღნიშნული პიროვნება დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საპატიმრო გირაო 6000 ლარი, ხოლო დაზარალებულ თემის წევრს აუნაზღაურდა ქონებრივი ზიანი – 500 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დამნაშავედ ცნო ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42