"ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.
წინა სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა დააყენა და აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს მისი ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
თოდაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ ინციდენტს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია, არ მოხდა ილია ჯიშკარიანის დროულად დაკითხვა და იგი მხოლოდ მაშინ დაიბარეს გამოკითხვაზე, როდესაც საქმე გასაჯაროვდა და უშუალოდ საზოგადოებამ მოითხოვა მისთვის ბრალის წაყენება.
ილია ჯიშკარიანი გაუპატიურების მცდელობას უარყოფს და ყოფილ თანაშემწეს შანტაჟშიც კი ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები






