საქართველ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელებული გადასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაშავდა, შს სამინისტრომ გამოიძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევა 6 დეკემბერს მოხდა. შსს-ს ცნობით, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
„საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 6 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილია შემთხვევის ადგილთან მდებარე უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტი უკვე მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაზარალებულის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცველები,“ - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.ა
მასალის გამოყენების პირობები






