მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოთში იძულებით გადაადგილებული 104 ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლები ააშენა
საზოგადოება - 11:16, 25 Oct, 2013     4057

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ფოთში გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით (KFW) იძლებით გადააადგილებულ პირთათვის 4 სართულიანი ახალი კორპუსი ააშენა, ყოფილი სასტუმრო აიეტის 9 სართულიან კორპუსში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.  ჯამში ახალი კორპუსის აშენებისა და სასტუმროს რებილიტაციის შედეგად 104 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცემათ. ფოთის მუნიციპალიტეტში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მშენებლობა გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით განხორციელდა. პროექტის საერთო ღირებულებამ 4,5 ლარი შეადგინა.

მშენებლობაზე 100 ადამიანი ყავდა დასაქმებული. სამუშაოებს კომპანია შპს „ინდიკო“ ახორციელებდა. პროექტი 2011 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე  წელს დასრულდა.

 ყოფილი სასტუმრო „აიეტის“ შენობის რეაბილიტაციის შედეგად ჯამში 73 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია განხორციელდა, გარემონტდა 35 ერთოთახიანი, 11 ოროთახიანი, 20 სამოთახიანი და 7 ოთხოთახიანი ბინა. ასევე ერთი ქალთა საცხოვრებელი სახლი. ჯამში შენობის საცხოვრებელი ფართი 3524.86 კვ.მეტრია.

რაც შეეხება ახლად აშენებულ ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ჯამში 31 ბინის მშენებლობა მოხდა, რომლის საერთო ფართი 1643 კვ.მეტრია. აშენდა 8 ერთოთახიანი, 15 ოროთახიანი და 8 სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა.

როგორც ახლად აშენებულ, ასევე რეაბილიტირებულ საცხოვრებელ სახლებში  გაკეთებულია აბაზანა ტუალეტი, სამზარეულო,  დამონტაჟდა კარმის ტიპის გამათბობლები,  ასევე ყველა ბინაში დაიდგა გაზის ღუმელი, აბაზანებში დამონტაჟდა ელექტრო წყალგამაცხელებელი მოწყობილობა, სამზარეულოებში კი ჭურჭლის სარეცხი  ნიჟარა.  რეაბილიტირებულ 9 სართულიან კორპუსში დამონტაჯებულია 2 ლიფტი. მოასფალტებულია მიმდებარე ტერიტორია, სადაც მოეწყო ბალახის საფარი. ყველა ბინას აქვს ინდივიდუალური გამრიცხველიანება. კორპუსების ბუნებრივი აირით მომარაგება ნოემბრის თვიდან განხორციელდება. 




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42