ალდაგმა Welcome to Georgia-ს გამარჯვებული დააჯილდოვა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:05, 09 Dec, 2019     1578

ალდაგმა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia-ს გამარჯვებული დაასაჩუქრა. ნომინაციაში „საუკეთესო სათავგადასავლო ტურისტული კომპანია" - Mountain Freak გახდა და მას ჯილდო ალდაგის კორპორატიული დაზღვევის გაყიდვების დირექტორმა, დავით ეჯიბიამ გადასცა. ალდაგი წელს Welcome to Georgia-ს ერთ-ერთი პარტნიორი იყო.

"Mountain freaks" ტურისტულ-სათავგადასავლო კომპანიაა, რომელიც 2015 წლიდან არსებობს და ტურისტებს საქართველოში პროფესიონალურ ექსპედიციებს სთავაზობს. „მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა პირველად მივიღეთ და ეს ჯილდო ჩვენთვის უდიდესი სტიმულია, რომ უფრო და უფრო განვვითარდეთ, მეტი საქმე გავაკეთოთ საქართველოსთვის და ყაზბეგის რაიონის მოსახლეობისთვის,"- განაცხადა ნიკა გომიაშვილმა, mountain freak-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

„სადაზღვევო კომპანია ალდაგი Welcome to Georgia-ს რამდენიმე წელია მხარს უჭერს. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურიზმის სფეროს განვითარებაში. ჩვენი მხრივ, ვცდილობთ ჩვენი რესურსებით დავეხმაროთ პროექტის განხორციელებას და მხარი დავუჭიროთ ცალკეულ ტურისტულ კომპანიებსაც,"- განაცხადა ალდაგის კორპორატიული გაყიდვების დირექტორმა, დავით ეჯიბიამ.

„Welcome to Georgia!" ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება - ეს არის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ტარდება საქართველოში 2015 წლიდან. პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42