"პოლიციელებმა დამიწყეს გინება და დარტყმები... იარაღი ამოიღო"- რა შეემთხვა 19 წლის მსოფლიო ჩემპიონს თბილისში, წაშალა თუ წააშლევინეს სპორტსმენს სკანდალური ფეისბუქსტატუსი
შემთხვევა - 11:09, 09 Dec, 2019     2248
მსოფლიო ჩემპიონი 19 წლის ლაშა ბექაური, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებდა, დღეს მედიის კითხვებს გაურბის და ირწმუნება, რომ ადგილი ჰქონდა „გაურკვევლობას“.

ქართველი ძიუდოისტიის ტელეფობი გამორთულია, ახალგაზრდის ოჯახის წევრებსაც არ სურთ ჟურნალისტებთან საუბარი.

"გაუგებრობა იყო, ნუღარ მკითხავთ ნურაფერს... არაფერი, გაუგებრობა იყო, ნუღარ მისვამთ კითხვებს... არაფერი აღარ მიწერია, წაშლილია ყველაფერი... მეც კარგად ვარ, არაფერი არ მომხდარა", - უთხრა 19 წლის სპორტსმენმა TV პირველის ჟურნალისტს.

რამდენიმე სააათის წინ, ლაშა ბექაურმა ფეისბუქზე პოსტი დაწერა და მან რამდენიმე პოლიციელი ძალადობაში დაადანაშაულა. მისი მონაყოლის მიხედვით, მას რამდენიმე პოლიციელი ფიზიკურად უსწორდებოდა და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

ბექაური პოსტში, რომელიც უკვე წაშლილია, ყვებოდა, რომ ვარჯიშის დასრულების შემდეგ ის თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვეს.

„ არ მაქვს ძმაო მეთქი და ისევ ნაგლად მომმართა, ძმაოთი რატო მომმართავო. მეთქი, აბა, როგორ მოგმართო, ჯიგრულად ძმაოთი მოგმართავ, ხო მეთქი. შენ ასეთი ლაპარაკი ვინ გასწავლაო, შე უზრდელოო...

შენ არ იცი, როგორ უნდა გველაპარაკოო, შენ კუნთები გერჩის, როგორც გეტყობაო და ეგრევე გინება დამიწყეს. მეც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას ვუწევდი არ მეგონა ესე თუ მოიქცეოდნენ... რას ვხედავ, დამიწყეს გინება და დარტყმები. მეც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გავუწიე და მეც ვაგინებდი (ამათ თავს არ დავუხრიდი სულ რო მოვმკვდარიყავი). ორი მიჭერდა, თან მირტყამდნენ. მერე რომ ვეღარ მერეოდნენ, მესამე ჩაისვეს და გააგრძელეს", - აცხადებდა სპორტსმენი.

მსოფლიო ჩემპიონი აღნიშნავდა,ასევე, რომ პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მას სხვა პოლიციელებიც გაუსწორდნენ.

"უნდოდათ გავმტყდარიყავი. ერთი სატანისსახიანი შემოვარდა მერე, ვინაა ესო, რა პანიკებშიაო... მაგინებდა ისიც, ტატამზე ხო არ ჰგონია თავიო. იარაღი ამოიღო, კუნთებით თუ ვერა, აი, იარაღი აქ მაქვსო... დამთავრდა შენი კარირაო მიმეორებდა" - აცხადებდა თავისივე სტატუსში სპორტსმენი.

მისი თქმით, სამართალდამცველებს მისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადების სურვიულიც ჰქონდა.

"მერე დავუმუღამე, ვეღარ მაღიზიანებდნენ წყნარად მელაპარაკებოდნენ, რა მიღწევები გაქვსო. მე ხმას არ ვცემდი. მერე ერთი "ღადაობდა" "დუმილის უფლებით" სარგებლობსო",- წერდა მსოფლიო ჩემპიონი.

"ნიუპოსტი" თბილისში მომხდარ ინცინდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ლაშა ბექაურის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით.

შსს-ს ინფორმაციით, მოგვიანებით ბექაური, სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სპორტსმენ ლ.ბ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება"- წერია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42