"მან აფხაზეთში ჩადენილ ჩვენს შეცდომას პატიების ძეგლი დაუდგა "მანდარინების" სახით" - ნონა ხანგოშვილი ზაზა ურუშაძეზე
სოც.მედია - 19:15, 08 Dec, 2019     1777
საქართველოში მცხოვრები ქისტი ქალბატონი, ნონა ხანგოშვილი რეჟისორ ზაზა ურუშაძის გარდაცვალებას სოციაურ ქსელში წხმურება. ხანგოშვილი წერს, რომ რეჟისორმა დატოვა უკვდავი კვალი ჩვენს ცხოვრებასა და თავის შემოქმედებაში...

"საშინელი ტრაგედია... გული დამძიმდა...


ვერ წარმომიდგენია მისი სიკვდილი... სიცოცხლით სავსე ზაზა ურუშაძე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, საოცრად ადამიანური და დიპლომატი შემოქმედი, უნიჭიერესი რეჟისორი, ხელოვანი...

მასთან ყოველი საუბრისას კინოსამყაროს ახალი ჰორიზონტები იშლებოდა, პირადად ჩემთვის ცხოვრების უცხო და ახალი განზომილებების აღმოჩენა იყო კინოსამყაროს სახით.

ის საოცრად სამართლიანი და ღირსეული იყო...

ბოლოს ერთი თვის უკან შემეხმიანა... მადლობა გადამიხადა საქართველოს სიყვარულისთვის.

მეამაყებოდა, რომ "მანდარინების" რეჟისორი იყო და აფხაზეთში ჩადენილ ჩვენს შეცდომას პატიების ძეგლი დაუდგა "მანდარინების" სახით...

ეს იყო ფილმი ადამიანურ, უშუალო ურთიერთობებზე, რომ არ ღირს და თუ ღირს უნდა იცოდე სად აღმართო მახვილი, უნდა იცოდე, რომ ყველაზე ბასრი მახვილიც კი უძლურია ადამიანობის წინაშე...

ეს იყო ფილმი იმ ქართულ კასეტაზე, რომელსაც უსმენს ჩეჩენი ახმედი ფილმის ბოლოს, გაშლილი ქართული მანდარინების პლანტაციებს შორის მიმავალი...

იმ მომავალზე, რომელზეც ფიქრობს ახმედი, როცა უსმენს "მე გადავცურავ ზღვას", სადაც ქართული მიწის სურნელია, სადაც ძმობაა და ადამიანობა... და სადაც სიცოცხლის აზრია, ნამდვილი და უანგარო... რომელიც შეიძლება მოიპოვო ბრძოლის გარეშე...


ზაზამ ბრძოლის გარეშე მოიპოვა უანგარო, დაუყვედრებელი და ნაპატიები სიცოცხლე, ადამიანური ურთიერთობა ორ მოძმე ერს შორის.

დატოვა უკვდავი კვალი ჩვენს ცხოვრებაში და თავის შემოქმედებაში...


ძალიან ვწუხვარ... ვიზიარებ საქართველოს წუხილს...


ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული...


შემოდგომის ღამეს კიდევ ერთი ვარსკვლავი მოწყდა ცას, ჩაქრა და მიისვენა მარადისობაში..." - აცხადებს ნონა ხანგოშვილი.

ცნობისთვის, ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე გუშინ, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42