"მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას" - ილია მეორე
რელიგია - 14:44, 08 Dec, 2019     8304

საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სოფლის გაძლიერებაზე ისაუბრა და თხოვა სამღვდელოებას, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების მაგალითი იყოს.

"დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპრქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მინდა, დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობაში. თიბვა იყო, სათიბეები იყო და დღეს როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს ასეთი წყალობისათვის.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას“,- განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორის განცხადებით, საზღვარგარეთ წასვლა, მოხუცი ადამიანების მოვლა ცუდი არ არის, თუმცა იგი ამბობს, რომ უცხოეთში წასვლას სჯობს, ადამიანებმა საკუთარ მამულს და მიწას მიხედონ.

"მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო" - ბრძანა ილია მეორემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42