ვინ არის დეივიდ დათუნა, რომელმაც გამოფენაზე ბანანი შეჭამა (ფოტოკოლაჟი)
ეს საინტერესოა - 14:43, 08 Dec, 2019     3414

მსოფლიო პრესის ყურადღება მიიპყრო წარმოშობით ქართველი მხატვრისა და ხელოვანის დეივიდ დათუნას საქციელმა, რომელმაც მაურიციო კატელანის არტ-ინსტალაცია, 120-ათას დოლარად გაყიდული წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი შეჭამა.

დეივიდ დათუნა დაიბადა 1974 წლის 10 თებერვალს, თბილისში. 1999 წლიდან მუდმივად ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში. Business Insider-ის და სხვა მრავალი გამოცემის თანახმად დეივიდ დათუნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და ძვირადღირებული მხატვარია. მისი ნამუშევრები მრავალი ქვეყნის პირველი პირის, ცნობილ კერძო და საბანკო კოლექციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში მოიპოვება.

2018 წლის აგვისტოში მხატვარმა ბიძინა იოვანიშვილის პორტრეტი - „ძვირფასი კარდინალი“. ამასთან დეივიდ დათუნამ პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა მილიარდერს, რომელიც ქართული პოლიტიკის „რუხ კარდინალად“ არის ცნობილი.

დეივიდ დათუნამ ივანიშვილს Facebook-ის საშუალებით მიმართა.

„ძვირფასო კარდინალო“, წინასაარჩევნოდ, უმორჩილესად გთხოვთ განიხილოთ ჩემი კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაბიჯით არჩევნები როგორც მინიმუმ ხალისიანად ჩაივლის!“, — დაწერა დათუნამ.


მხატვარმა აღნიშნა, რომ უსაზღვროდ უყვარს საქართველო და შესანიშნავი კანდიდატი იქნებოდა.

2011 წელს მისი ნამუშევარი "პუტინი - მონა ლიზა" მოსკოვში 269 000 აშშ დოლარად გაიყიდა.

2016 წელს დეივიდ დათუნამ ტრამპი კლიმატის თაობაზე პარიზის ხელშეკრულებიდან გამოსვლის გამო გააკრიტიკა და მას სპეციალური ინსტალაცია მიუძღვნა - მან ტრამპის სახელი მშრალი ყინულით დაწერა.ინსტალაცია - ტრამპის სახელი მშრალი ყინულით

მხატვრის ნამუშევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დროშებს. თავად ხელოვანის თქმით, დროშები მისთვის არა მხოლოდ ქვეყნის სიმბოლო, არამედ ერთგვარი განცალკევებული ორგანიზმია. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი „საქართველო — მილიონთა იმედი“ მან საქართველოს მიუძღვნა.

„საქართველო — მილიონთა იმედი“

დეივიდ დათუნას ხელწერის ტექნიკა „მილიონების ხედვაში“, გამოიხატება პოზიტიური და ნეგატიური ოპტიკური ლინზების კავშირით, რომლებიც ფენა-ფენა დადებული, მოხატული და კოლაჟირებული დიდი მასშტაბის სურათის წინ მაგრდებიან. შერეული მედია პალიტრა ხშირად მოიცავს ფოტოსურათებს, გაზეთების სათაურებს, ჟურნალების ამონაჭრებს, ფერებსა და ნახატებს. პრიზმული ზედაპირი თან მალავს და თან წარმოაჩენს მის უკან არსებულ ნაშრომს, ხოლო თვითონ ლინზები ინდივიდუალური იდენტობის, ილუზიის, აღქმნის, დანაწევრებისა და გაერთიანების სიმბოლოებს წარმოადგენენ. „მილიონების ხედვის" სერიის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენენ პორტრეტები, დროშები და სიმბოლოები.

დათუნას ნამუშევრები გამოფენილ იყო ევროპაში, რუსეთში, ჩინეთსა და აშშ-ში.

"ლინზები"






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42