არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე - "მშობლებმა იცოდნენ, რომ პორნომასალას იღებდნენ, ეს სოცქსელში მიმოწერითაც დასტურდება"
სამართალი - 13:16, 07 Dec, 2019     1751
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.


თბილსის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი, დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

დაკავებულთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ აქვს საფუძვლიანი მტკიცებულება ბრალდების დასამტკიცებლად. შესაბამისად, იურისტები დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

"სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არავითარი მტკიცებულება, რაც უშუალოდ წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებდა, არ არსებობს. ჩვენი შუამდგომლობა იქნება, არ შეეფარდოს არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, თუმცა ალტერნატივის სახით მაინც გირაოს გამოყენებასაც მოვითხოვთ," - განაცხადა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.

პროკურორ მარიამ გოგორელიანის თქმით, დაკავებული პირები ინფორმირებულები იყვნენ, თუ რა ტიპის იყო გადაღებები და ეს დასტურდება სოციალურ ქსელში მათი მიმოწერითაც:

"ყველა მათგანი ინფორმირებული იყო აღნიშნული ფოტოსესიის შინაარსის შესახებ, ყველა მათგანს თვითონ მიჰყავდა თავისი შვილი ფოტოების გადასაღებად, იმყოფებოდა იმავე ბინაში უღებდნენ ფოტოებს. ბრალდების მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება ამის დასადასტურებლად. გარდა იმისა, რომ არსებობს ფოტო-ვიდეომასალა, სადაც არის პორნოგრაფია ასახული, ასევე არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები, სხვადასხვა სოციალური ქსელებით მიმოწერები ბრალდებულებს შორის, რითაც დასტურდება რომ გარდა იმისა, რომ იცოდნენ შინაარსი, აგრეთვე ანაზღაურების მიღების ფაქტიც," - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელია. დანარჩენი კი არასრულწლოვანთა მშობლები არიან. ამ საქმეზე უკვე 22 პირია დაკავებული.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42