ბენტლი მოტორსი, თავისი საუკუნოვანი წლის ბოლოს ინვესტიციას დებს. კომპანია რგავს ბრიტანული წარმოშობის 100-ხეს ქ. ქრუში, სადაც ბენტლის სათაო ოფისი მდებარეობს.
პროექტი ხეების დარგვის პერიოდში, ნაციონალური ხეების კვირაში განხორციელდა, რაც ხაზს უსვამს, უფრო მეტი ხის დარგვის მნიშვნელობას კლიმატური ცვლილებების დასარეგულირებლად და ბიომრავალფეროვნების დაცვას.
ბენტლის სათაო ოფისის გარშემო დარგული ხეები მოიცავს 10 მუხას, რომლებიც დარგულია საოფისეშენობების გარეთ და 15 ალუბალს, რომლებიც დარგულია ოფისის მთავარ შესასვლელთან Pyms Lane- ზე.
კიდევ 70 ხე, რომელიც მოიცავს ნეკერჩხლის, წიფლის, კაკლის, ცაცხვის ნერგებს, დაირგო სოციალური დაწესებულებების გარშემო.
ასევე, ადგილი შეეცვალა 10 ხეხილის ხეს განვითარებისათვის,რათა შეექმნათ ახალი ბაღი ბენტლის სათაო ოფისის ვიზიტორებისათვის.
პიტერ ბოში, წარმოების საბჭოს წევრი, განმარტავს რომ 100 წლის წინ, ბენტლის დაარსების დღიდან, მყარად წარმოებული ხე, ბენტლის ავტომობილების ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რაც ხაზს უსვამს ავტომობილის განსაკუთრებულობასა და უნიკალურობას.
„100 წლის წინ, ბენტლის დაარსების დღიდან, მყარად წარმოებული ხე, ბენტლის ავტომობილების ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რაც ხაზს უსვამს ავტომობილის განსაკუთრებულობასა და უნიკალურობას. ხის ვინირები, რომლებსაც ბენტლი იყენებს, ექსპერტების მიერ მსოფლიოში საუკეთესო წყაროებიდან არის მოპოვებული. ჩვენი სურვილი იყო, დაგვერგო არა მხოლოდ ადგილობრივი,ბრიტანული ხის სახეობები, არამედ ისეთი სახეობები როგორებიცაა: მუხა, კაკალი და ალუბალი, რომლებიც გამოყენებულია ბრიტანული ბრენდის ავტომობილების ინტერიერში.
„ხეები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კლიმატურ ცვლილებებში; ხელს უწყობენ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, ნახშირორჟანგის შთანთქვას და ჟანგბადის რაოდენობის ზრდას. ისინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებაზე და ველურ ბუნებაზე. ჩვენ დიდი ყურადღებით შევარჩიეთ ხეების დასარგავად ადგილმდებარეობები, რათა შეგვექმნა სასიამოვნო და ჯანსაღი გარემო როგორც ჩვენი კოლეგებისათვის, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისათვის.“
„ბენტლი აგრძელებს ფოკუსირებას, გახდეს მდიდრული ავტომობილების ყველაზე მდგრადი მწარმოებელი. ბენტლი მოტორსმა, 100 საიუბილეო წლის ბოლოს, აირჩია ერთ-ერთი საუკეთესო ტაქტიკა - ჩაედო ინვესტიცია სტაბილურობაში.“ - ამბობს ბოში.
მასალის გამოყენების პირობები






