პედაგოგები გიორგი მარგველაშვილის სახელზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ
"სერთიფიცირებული პედაგოგების სახელფასო დანამატების გაცემასთან დაკავშირებით საქართველოს საჯარო სკოლებში შექმნილია გაურკვეველი და საგანგაშო სიტუაცია. მათი უმრავლესობა დაპირებულ დანამატს ვერ იღებს. ამის მიზეზად მიგვაჩნია, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 576-ე ბრძანება, ისე ცალკეულ ხელმძღვანელ პირთა კანონშეუსაბამო დამატებითი ინსტრუქციების გაცემა. 2005 წელს 576-ე ბრძანება, რომლითაც საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები განისაზღვრება, კაბალურ, დამცირებულ და შეურაცხყოფილ მდგომარეობაში აგდებდა პედაგოგებს, რაც მასში შემდგომ წლებში შეტანილმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გაამწვავა. 2011 წელს შეტანილი ცვლილება (მუხლი 5) სერთიფიცირებული მასწავლებლისთვის დანამატის მიცემის წესსაც შეეხო, რომლის მიხედვითაც ყოველთვიურ დანამატს მიიღებდა მხოლოდ ის სერთიფიცირებული მასწავლებელი, რომელსაც არ აქვს 18 (სრულ) კვირეულ გაკვეთილზე ნაკლები დატვირთვა, თუმცა, თუ სკოლაში სრული დატვირთვა ვერ ხერხდება, დანამატი მაინც უნარჩუნდებოდა. ისედაც კაბალური და უკანაონო ბრძანებით შექმნილი პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა რამდენიმე დღის წინ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებიდან სკოლების ადმინისტრაციებისთვის ელექტრონული ფოსტით დაგზავნილმა სრულიად კანონსაწინააღმდეგო მითითება-ინსტრუქციამ, რომლითაც დირექტორებს დაევალათ, რომ დანამატი არ გასცენ იმ სერთიფიცირებულ პედაგოგებზე, რომელთაც სრული დატვირთვა აქვთ, მაგრამ არა კონკრეტულ კლასებში. მაგალითად, ისტორიის მასწავლებელი მხოლოდდამხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს დანამატს, თუ ის სრულად არის დატვირთული VII-XII კლასებში, ხოლო დანარჩენ კლასებში დატვირთვისას მას დანამატზე დამშვიდობება მოუწევს. რესურს ცენტრებიდან გაცემულ ინსტრუქციას კონკრეტული ავტორი არ ჰყავს და იურიდიული სახის დოკუმენტს არ წარმოადგენს. ამის მიუხედავად, სკოლების ადმინისტრაციები გადავიდნენ მის შესრულებაზე, რამაც სერთიფიცირებული პედაგოგების უდიდესი უმრავლესობის უკმაყოფილება გამოიწვია. ჩვენ, პედაგოგები ვფიქრობთ, რომ ამ უკანონობის უკან გარკვეული პოლიტიკური ძალები დგანან. ისინი პედაგოგებში ანტისამთავრობო უკმაყოფილების გავრცელებით თავიანთი კონკრეტული მიზნების მიღწევას ცდილობენ. ვითვალისწინებთ ამ საფრთხეს და ვთხოვთ ხელისუფლებას, კერძოდ კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს: გადახედონ ზემოხსენებული 576-ე ბრძანების მართებულობას და მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანით მაქსიმალურად ეცადონ არ დაუშვან პედაგოგთა ინტერესების მორიგი შელახვა; პედაგოგთა შემდგომი სახელფასო ანაზღაურების მატებისას გაითვალისწინონ ჩვენი მოსაზრებები; უახლოეს დღეებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა გამონახოს ჩვენთან შეხვედრის დრო, - ნათქვამია მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






