ათონში მოღვაწე ბერს ჩანთიდან 14,5 გრამი მეტადონი ამოიღეს - რას წერს სასულიერო პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში
სამართალი - 14:19, 05 Dec, 2019     2716
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი, გიგა ქავთარაძე ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. სასულიერო პირი ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს.

"ნიუპოსტმა" კი რეზონანსული საქმის შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევა შეძლო - კერძოდ, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქავთარაძემ პოლიციას აღიარებითი ჩვენება მისცა, სადაც მიუთითა რომ საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი - რომან მალანია უდანაშაულოა.

ბერი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში წერს, რომ ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს მას ეკუთვნის.

"ჩანთა რომელშიც ნარკოტიკული საშუალებები იყო მოთავსებული, მე გადავეცი მალანიას. თბილისში გავატანე, მეორე დღეს უნდა ჩავსულიყავი დედაქალაქში და ამეღო ჩანთა"- წერს სასულიერო პირი ჩვენებაში.

მსაგავსი ჩვენების არსებობას ადასტურებს ბრალდებულის ადვოკატი ჯიტა გულუა.

"ნიუპოსტთან" საუბრისას უფლებადამცველი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიგა ქავთარაძე ალკოდამოკიდებულია.

ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, მანანია ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში მაშინ აიყვანეს, როცა ის სამარშუტო ტაქსით თბილისისკენ გადაადგილდებოდა. ჩხრეკისას კი ჩანთიდან რომელიც სავარაუდოდ სასულიერო პირს ეკუთვნის, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება, 14,5 გრამი მეტადონი ამოიღო.

თავდაპირველად სამართალდამცავებმა მალანია დააკავეს, თუმცა მას შემდეგ რაც ბერი საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში და ჩვენება მისცა სასამართლომ მალანიას 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ამასთან როგორც გავარკვიეთ, დაკავებულს ძმა ზუგდიდში მოღვაწე დეკანოზი გიორგი ქავთარაძეა.

რაც შეეხება სვიმონ ქავთარაძეს ის ათონის მთაზე 6 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, სასულიერო პირი საქართველოში 8 თვის წინ ჩამოვიდა და ზუგდიდში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42