მექსიკაში, ხალისკოს შტატის დედაქალაქში, გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენა - FIL 2019 ოფიციალურად გაიხსნა.
FIL 2019 ფარგლებში, გვადალახარას უნივერსიტეტის პავილიონის საპატიო სტუმარი საქართველო იყო.
მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ერისთავმა, უნივერსიტეტის რექტორატის წარმომადგენლებთან ერთად, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანის" ესპანურენოვანი გამოცემისა და ახალი, ერთობლივი გამოცემის პროექტის პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაციამ საერთაშორისო გამოფენის სტუმრების ყურადღება დაიმსახურა. საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საელჩოს, მალაგის უნივერსიტეტისა და გვადალახარას უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, ასევე ისაუბრა ქართულ კულტურაზე, ენასა და დამწერლობაზე.
პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნა ვიდეო-რგოლები საქართველოსა და ქართული ანბანის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები