„…ზოგჯერ, ბოლოც მაკვირვებს ხოლმე… სანამ ხარ უნდა იყო მხიარული და ლაღი“ - გარდაცვალებამდე დაწერილი ანა მამულაშვილის პოსტი
სოც.მედია - 16:13, 02 Dec, 2019     2774
ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ჟურნალისტი ანა მამულაშვილი 33 წლის ასაკში გარდაცივალა. ჟურნალისტს მეუღლე და 2 შვილი - 13 წლის მია და 3 წლის ანდრე დარჩა.

ანა მძიმე დაავადებას, მელანომას 6 წელი ებრძოდა, თუმცა ხანგრძლივი მკურნალობა მაინც უშედეგო აღმოჩნდა. მის ავადმყოფობის პერიოდსა და საკთარ განცდებზე ანა გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე სოციალურ ქსელში წერდა:

„ცხოვრებაში, ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება - ძალიან ვეთანხმები ამ მოსაზრებას, თუმცა ზოგჯერ, ბოლოც მაკვირვებს ხოლმე. 2013 წლამდე, ანალგინის გარდა სხვა მედიკამენტი არასდროს დამილევია, ისიც ძალიან იშვიათად. მელანომის გაცნობის შემდეგ, უკვე იმდენი წამალი გავსინჯე, მგონი ყველა აღარც მახსოვს. აქედან მე ვუტევ, იქიდან ის ცდილობს ჩემს დაჩაგვრას და ვართ ასე, უკვე 6 წელია. ვცდილობ არასოდეს მახსოვდეს, როცა ცუდად ვიყავი. არ ვიცი როგორ, მაგრამ ტვინში ვბლოკავ “ცუდ” დროს, რთულ პერიოდებს ცხოვრებაში, არასწორ გადაწყვეტილებებს, ძლიერ წამალს, რომელმაც მელანომასთან ერთად, ლამის მეც მომიღო ბოლო. ვბლოკავ ადამიანებს, ჩემთვის მიუღებელი საქციელებით და შემდეგ ქუჩაშიც რომ ვნახო, გულწრფელად ვერ ვცნობ მათ. ვერანაირად მოვახერხე “ინტერფერონის” დაბლოკვა, რაღაც სხვა განზომილება იყო ჩემს ცხოვრებაში, სასტიკად აგრესიული. გავთეთრდი, გავხდი, დავნევროზდი, ფიზიკურად დავსუსტდი... წერისას მიჭირს იმ სიმძაფრის გადმოცემა, რაც გამოვიარე... ძალიან გამიმართლა, რომ “ჯი დი ეს”-ში ვმუშაობდი, მაშინ. მადლობელი ვარ თითოეული თანამშრომლის, რომ ამდენი მომითმინეს, ამდენი მეფერეს, ძალიან ბევრჯერ გადამისვეს თავზე ხელი, გვერდში დამიდგნენ და დღემდე ასეა. საშინლად იღბლიანი ვარ

ახლა, კვლევის ახალი შედეგებისას, კვლავ შემიცვალეს წამალი.

2013 წელი მახსენდება. დილა განსაკუთრებით რთულია. სარკეშიც თითქოს, სხვა ადამიანს ვუყურებ, შეშუპებული თვალებით და გამქრალი ნაპერწკლებით. ვერ ვეგუები ენერგიის, ასე სასტიკად, გამოცლას ხელიდან და მიჭირს გაცნობიერება, რომ მოხუცივით მტკივა ძვლები.ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, იქნებ ჯობია, რომ საერთოდ არ დავლიო, მის გარეშე ხომ უკეთესად ვიყავი და მგონია, რომ სანამ ხარ უნდა იყო მხიარული და ლაღი, თუმცა მერე სულ მახსენდება, რომ ცხოვრებაში, ყველაფერი, აუცილებლად უკეთესობისკენ იცვლება!!!

სასოწარკვეთილება არასოდეს მიგრძვნია,აუცილებლად ასეც გავაგრძელებ და მჯერა, რომ ძალიან მალე მოვახერხებ, ამ მედიკამენტის უკუჩვენებების, დაბლოკვას ტვინში!

დილა მშვიდობის“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42