"ასეთი ბედნიერი და გაცინებული ანიტა ბოლოს თბილისში მყავდა ნანახი, გვესტუმრნენ აქაური ქართველები..." - ანიტას დედა საზოგადოებას მიმართავს
სოც.მედია - 11:23, 01 Dec, 2019     1702

ორი წლის ანიტას დედა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ უხდის მადლობას:

„მოგესალმებით. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, ჩემს პირადში შემოდის უამრავი შეტყობინება. ძალიან მამხნევებთ და მახარებთ. გაოცებული ვარ ამდენი ადამიანი ასე გულწრფელად რომ ხართ ჩემი გოგოს მდგომარეობით დაინტერესებული. გადავწყვიტე აქ საჯაროდ დავწერო ზოგადი მდგომარეობა, რომ ასე მაინც ჩაგაყენოთ საქმის კურსში. ამ ეტაპზე ვიმყოფებით ავსტრიაში, ქალაქ გრაცის საავადმყოფოს რეანიმაციაში. აქ შემოვედით ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გაგვიმართლა, რომ შეგვხვდნენ ძალიან გულისხმიერი ექიმები, რომლებიც გულწრფელად შეწუხდნენ ანიტას მდგომარეობით და შეუტიეს აგრესიული თერაპიით. ამ მკურნალობამ ბავშვი კლინიკურად უკეთესობისკენ წამოიყვანა.

ასეთი ბედნიერი და გაცინებული ანიტა ბოლოს თბილისში მყავდა ნანახი. გვესტუმრნენ აქაური ქართველები. მოუტანეს უამრავი სათამაშო და კიდევ უფრო გაახარეს ქალბატონი. ექოსკოპიის მონაცემები იგივეა, გაუმჯობესება არ აქვს, მაგრამ თვითონ ბავშვი აშკარად უკეთესად გრძნობს თავს. ჩვენთვის ესეც დიდი ბედნიერებაა ამ ეტაპზე . მადლობა რომ ასე შეგვიყვარეთ, მადლობა რომ ჩვენ გვერდით ხართ. უკვე მშვიდად ვარ და ვიცი ძლიერი ძალა დგას ჩემს ზურგს უკან. აღარ ვარ ის გულგახეთქილი და შეშინებული დედა, როგორიც თავიდან გამიცანით. თქვენი წყალობით, იმედიანად და შემართებით ვართ მიყვარხართ.

აქამდე მეგონა ვერ გაიგებდა, მაგრამ გუშინ ვცადე და ვაყურებინე პატარების ვიდეოები, სადაც ანიტას მიმართავენ და გამოჯანმრთელებას უსურვებენ. გაგიჟდა სიხარულით. პირზე იფარებდა ხელებს და მორცხვად იცინოდა. მადლობა თქვენ, უსაყვარლესო პატარებო“, – წერს მარიკო სადრაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42