იერუსალიმი, ისრაელი
ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი, წმინდა ქალაქი სამი მონოთეისტური რელიგიის - იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის — მიმდევართათვის.
მექა, საუდის არაბეთი
საუდის არაბეთის მექას პროვინციის დედაქალაქი, ისტორიულ ჰეჯაზის რეგიონში. ისლამურ რელიგიაში ეს არის ყველაზე სათაყვანებელი ადგილი.
ვარანასი, ინდოეთი
ქალაქი ინდოეთში, მდინარე განგის ნაპირებზე. ვარანასს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ტაძრების ქალაქს“, „ინდოეთის რელიგიურ დედაქალაქს“, სინათლის ქალაქს“, „ინდოეთის წმინდა ქალაქს“.
ვატიკანი, ვატიკანი
სუვერენული ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც 1929 წელს ჩამოყალიბდა ლატერანის ხელშეკრულების შედეგად. ამ სახელმწიფოს ყველა მაღალი რანგის ოფიციალური პირი არის კათოლიკე სამღვდელოების სხვადასხვა ეროვნების წევრი.
მედინა, საუდის არაბეთი
მექას მსგავსად, ქალაქ მედინაში შესვლის უფლება მხოლოდ მუსლიმანებს აქვთ. ორივე ქალაქის მრავალრიცხოვანი მეჩეთები ყოველწლიურად უამრავ მუსლიმანთა პილგრიმობის ადგილია.
ბეით-ლაჰმი (ბეთლემი), პალესტინა
ქალაქი პალესტინის ავტონომიის ტერიტორიაზე. ბიბლიის მიხედვით ბეით-ლაჰმი მეფე დავითის სამშობლოა, სახარებაში კი იესო ქრისტეს დაბადების ადგილია.
მასალის გამოყენების პირობები