ეგზორცისტი
ცნობილი მსახიობის ოჯახში უბედურება დაისადგურებს – მისი არასრულწლოვანი ქალიშვილი არაადეკვატურად დაიწყებს მოქცევას. ექიმები ფსიქიკურ დაავადებას ეჭვობენ და დიაგნოზს ვერ უსვამენ. სპეციალურად მოწვეული მღვდელი კი ფიქრობს, რომ გოგონა ეშმაკითაა შებყრობილი.
ნათება
"ნათება" სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის ამავე სახელწოდების ნაწარმოების ეკრანიზაციაა სტენლი კუბრიკის რეჟისორობით. ფილმს მაყურებელი გადაჰყავს მოშორებულ სასტუმროში, სადაც ჯეკ ტორენსმა, მისმა ცოლმა და ვაჟმა ზამთარში უნდა იცხოვრონ. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფილმი რეალობას ისე აურევს, რომ იზოლაციაში ყოფნას ფსიქოლოგიურ კოშმარად აქცევს.
საშინელება თელების ქუჩაზე
ფრედი კრიუგერზე საკულტო საშინელებათა ფილმის რესტარტი. ფრედი კრიუგერი სერიული მკვლელია, რომელიც ბავშვებს სიზმრებში კლავს, და ისინი ვინც სიზმარში მოკვდა – რეალურადაც იღუპება.
წყევლა
პარანორმალური მოვლენების მკვლევარები, ედ და ლორეინ უორენები ცდილობენ დაეხმარონ ოჯახს, რომელსაც ბნელი ძალა ატერორებს.
ზარი
ახალგაზრდა ჟურნალისტი ქალი ცდილობს საიდუმლო ვიდეოფირის წარმომავლობის დადგენას. ვიდეოფირის ყველა მნახველი ერთ კვირაში კვდება.
მასალის გამოყენების პირობები






