EURASIANET - წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში საპრეზიდენტო კანდიდატების კარნავალს გავს
საზოგადოება - 10:11, 24 Oct, 2013     1611

ხელისუფლებაში თითქმის ათწლიანი ყოფნის შემდეგ, ერთ დროს საქართველოს ყოვლისშემძლე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება. ადამიანს, რომელიც 27 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მას შეცვლის, ქვეყნის კონსტიტუციაში ახლახანს მიღებული ცვლილებათა პაკეტის წყალობით, სახელმწიფოს დღევანდელი მეთაურის უფლებამოსილებების მხოლოდ ნაწილი ექნება.

მთლიანობაში, როდესაც ამომრჩევლები საარჩევნო უბნებში მივლენ, მათ არჩევანის გაკეთება 23 კანდიდატს შორის მოუწევთ. საპრეზიდენტო კანდიდატების სიმრავლემ (დასაწყისში რბოლაში ჩართვის სურვლი 54-მა კანდიდატმა გამოთქვა, მაგრამ მოგვიანებით ეს რიცხვი 23-მდე შემცირდა) წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც სხვა შემთხვევაში ნაკლებად დრამატული იქნებოდა, ერთგვარ ტალანტების კონკურსად აქცია. ნამდვილი ბრძოლა, როგორც გამოკითხვები ცხადყოფს, მმართველი კოალიცია "ქართული ოცნების“ 44 წლის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის ორ ყოფილ სპიკერს შორის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 41 წლის კანდიდატ დავით ბაქრაძეს და 49 წლის ნინო ბუჯანაძეს შორის გაიმართება. ეს უკანასკნელი წარსულში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო, დღეს კი პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ხელმძღვანელია.

თუმცა, სწორედ ნაკლებად ცნობილი „მოწინააღმდეგეები“ (როგორც მათ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურომ თავის ბოლო ანგარიშში უწოდა) აჩენენ სერიოზულ კითხვებს იმ მოტივების შესახებ, რითაც საქართველოს მცხოვრებლები იხელმძღვანელებენ, როდესაც კანჭისყრის დღეს საკუთარ ხმას მისცემენ რომელიმეს ამ კანდიდატებიდან.

პრეტენდენტებს შორის არიან ერთი კრიპტოლოგი, აწგარდაცვლილი ნაციონალისტი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას რამდენიმე აქტიური მხარდამჭერი, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის რამდენიმე გულმხურვალე მხარდამჭერი, სტალინის რამდენიმე თაყვანისმცემელი, რამდენიმე პატარა ოპოზიციური პარტიის ლიდერი და აბსოლუტურად უცნობი ადამიანები ბიზნესიდან და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან.

გამოცანად რჩება ის, თუ როგორ შეძლეს ამ პრეტენდენტებმა, რომლებსაც საზოგადოებაში არანაირი მნიშვნელოვანი ადგილი არ უკავიათ, 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვება საქართველოში, სადაც დაახლოებით 3,54 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სწორედ ამდენი ხელმოწერაა აუცილებელი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებისათვის.

სტალინელმა, ერთიანი კომპარტიის 71 წლის ხელმძღვანელმა ნუგზარ ავალიანმა ტელეეთერში განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ის ააღორძინებს ეკონომიკას და კოლმეურნეობებს. ტელეეთერში ავთანდილ მარგიანმა (შევარდნაძის მმართველობის პერიოდის ვიცეპრემიერმა) გულითადად მიულოცა დაბადების დღე საქართველოს ნომერ პირველ მტერს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

11 ოქტომბერს, 68 წლის თამაზ ბიბილურმა, რომელიც პრეზიდენტ გამსახურდიას დროის, 1992 წლის პარლამენტის აღდგენას უჭერს მხარს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება იმიტომ გადაწყვიტა, რომ „მეგობრებმა უბრძანეს ეცადა“. მან დაიჩივლა, რომ მედია საშუალებებმა არ დაუთმეს სათანადო ყურადღება მისი წინასაარჩევნო კამპანიის საუკეთესო სვლებს, როგორიცაა მაგალითად წყალსაცავის ერთი ნაპირიდან მეორემდე მარათონული გადაცურვა.

ანალიტიკოსებს და არამხოლოდ მათ, უკვირთ ის, თუ როგორ შეძლეს ასეთმა კანდიდატებმა მხარდაჭერისათვის 25 ათასი ხელმოწერის შეგროვება. პატარა ქვეყანა, დიდი ამბიციები, ხუმრობენ ისინი. „ამ ტიპის ადამიანებიდან ზოგიერთები, შეიძლება, ძალიან პოპულარულებიც არინ მეგობრების და ოჯახის წევრების წრეში, რომელსაც ისინი შეცდომით მთელ ქვეყანასთან აიგივებენ“, – ამბობს ფსიქოლოგი გიორგი წოწკოლაური.

ზვიად გამსახურდიადან მიხეილ სააკაშვილამდე საქართველოს მცხოვრებლები უპირატესობას ანიჭებდნენ მესიანისტური ტიპის ხელმძღვანელთა პლეადას, რომლებიც საათებში იძენდნენ უამრავ მიმდევარს, დასძენს იგი. „დიდია იმის ცდუნება, რომ ახალი მესია გახდე, რომელიც პასუხობს ხალხის წუხილს და იმედებს“.

იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც ამ ცდუნებას აყვნენ, 55 წლის მიხეილ (გელა) სალუაშვილია. მან ტელეეთერში, სადაც სასოწარკვეთილი ჟესტიკულირებდა და თვალებს ახამხამებდა, განაცხადა, რომ განკითხვის დღე ახლოვდება და რომ საქართველოს სამყაროს გადარჩენის მისია აქვს. სალუაშვილის მტკიცებით, ანტიქრისტე თბილისთან ცხოვრობს პენსიაზე მყოფი სსრკ-ს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის სახით. მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა ცრუ წინასწარმეტყველია. კანდიდატი სალუაშვილი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ბიბლიაშია ნათქვამი.

შეიძლება დღეს საქართველოში მისტიკისა და ქრისტიანობისადმი ინტერესი გაზრდილია, მაგრამ მიხეილ სალუაშვილმა მაინც არ უპასუხა EurasiaNet.org-ის შეკითხვას იმის თაობაზე, თუ სად მოიძია მან ის 25 ათასი ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერა მისი კანდიდატურის დარეგისტრირებას. პასუხის ნაცვლად, მან გადაგვამისამართა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ვებგვერდზე www.upali.ge

„ვფიქრობ, ზოგიერთი მათგანი თვითრეკლამითაა დაკავებული“ ამბობს განვითარების საკითხების კონსულტანტი ეკატერინე გამახარია. „საპრეზიდენტო კანდიდატები, რომ არ იყვნენ მედია მათ ერთ წუთითაც კი არ დაუთმობდა ყურადღებას“.

საქართველოში კავკასიის კვლევითი რესურსცენტრის დირექტორი კობა თურმანიძე ფიქრობს, რომ დღევანდელი წინასაარჩევნო კამპანიის ზოგიერთი ხარვეზი საქართველოში არსებული ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარებით აიხსნება. „სინამდვილეში არავინ არ ამყარებს საკუთარ დაპირებებს კონკრეტული გეგმებით და პოლიტიკური პლატფორმებით“, ამბობს იგი. „იმის გამო, რომ ამომრჩევლები იდეოლოგიურად არ არიან დაკავშირებულები ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან, ბევრი მათგანი უბრალოდ მხარს უჭერს იმას, ვისი გამონათქვამებიც სიამოვნებს“.

ეს შეიძლება იყოს „გულუხვი დაპირებების დასაქმებისა და კეთილდღეობის“ შესახებ, რაც მიმზიდველი თემაა ღარიბ ქვეყანაში, ამბობს კობა თურმანიძე. მსგავსი დაპირებები ზრდის იმის ალბათობას, რომ „ზოგიერთმა [ამომრჩეველმა] ხელი მოაწერა რამდენიმე კანდიდატის დარეგისტირებას“.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომლის ფუნქციაშიც შედის კანდიდატების მხარდამჭერი ამომრჩევლების სიების გადამოწმება სამი დღის განმავლობაში რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანის დღიდან, პუბლიკაციის გამოქვეყნებისთვის კომენტარი არ მოგვცა.

საარჩევნო კანონმდებლობის საკითხების სპეციალისტი გიგი ჩიხლაძე, რომელიც ანტიკორუფციულ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ მუშაობს, ვერაფერს უცნაურს ვერ ხედავს იმაში, რომ ამდენმა კანდიდატმა შეძლო 25 ათასი ხელმოწერის შეგროვება. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებისათვის აუცილებელი ხელმოწერების რაოდენობა „შედარებით მაღალია“, ამბობს ის. თუმცა, შეადგენს რა მოსახლეობის 0,75 პროცენტს, ეს ციფრი „საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება“, დასძინა მან.

ნელი სიდამონიძე, რომელიც თბილისის ცენტრში პატარა მაღაზიის მმართველია, ამ ფაქტს სხვაგვარად ხსნის. როდესაც, პრეზიდენტობის ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი, რომლის სახელიც მან ვერ დაიმახსოვრა, მიუახლოვდა მას „მეტროს“ ერთ-ერთ სადგურთან, მან ხელი მოუწერა ამ ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ ის „სასიამოვნო ასაკოვან ადამიანად მოეჩვენა“.

მაგრამ მისთვის ხმის მიცემას ის არ აპირებს. მას წარმოდგენა არ აქვს, ვინ იყო ის, აღიარა ქალბატონმა", - წერს გამოცემა.

მომზადებულია "ფორინპრესის" მიხედვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42