1. მორიელი - უმადურ ზოდიაქოს ნიშნებს შორის ასტროლოგები პირველ ადგილს მორიელებს ანიჭებენ. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები გარშემომყოფებისგან ძალიან ბევრს მოითხოვენ და ელიან. მორიელს აქვს მოლოდინი, რომ უნდა ემსახუროთ, რომ მის გამო ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ მისი საქმეები უნდა შეასრულოთ. მადლობის გადახდა და მადლიერების გამოხატვა კი არ სჩვევიათ.
2. ტყუპები - თუ რაიმეს აჩუქებთ, აუცილებლად გადაგიხდით მადლობას, მაგრამ თუ დროს გამონახავთ მისთვის, მორალურ მხარდაჭერას გამოუცხადებთ და ა.შ. მსგავსი საკითხების გამო არასოდეს იქნება მადლიერი. ის უბრალოდ ვერ მიხვდება, რამდენად მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეთ, როცა თქვენი თავისუფალი დრო დაუთმეთ.
3. ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს არ შეუძლიათ რაიმით, ვინმეს ქმედებით, ან რაიმე საჩუქრით აღფრთოვანება, რადგანაც თვლიან, რომ არავინ და არაფერია ამქვეყნად სრულყოფილი, ამიტომაც საჭიროდ არ მიაჩნია მადლიერების გამოახატვა.
4. კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებმა არ იციან როგორ თქვან მადლობა, როგორ გამოხატონ მადლიერება.
5. სასწორი - ის მადლიერია და ხედავს თქვენ მიერ გაკეთებულ სიკეთეს, უბრალოდ არ შეუძლია ამის გამოხატვა არც სიტყვებით და არც ემოციებით.
მასალის გამოყენების პირობები






