რა გელოდებათ ახალ 2020 წელს - წინასაახალწლო ტესტი
ეს საინტერესოა - 00:56, 27 Nov, 2019     2253
როგორც უკვე იცი, 2020 წლის მმართველი ვირთხა იქნება. აირჩიე სურათზე გამოსახული თაგუნიებიდან შენთვის ყველაზე სიმპათიური და გაიგე, რა გაკავშირებთ ერთმანეთთან, რა მოხდება მომავალ წელს და როგორ უნდა მოიქცე.

1. მორიდებული კონკია

თუ ეს მწვანესვიტერიანი თაგუნია მოგეწონა, იცოდე, წყნარ მორევში ეშმაკუნები ბინადრობენ. შენ მუდამ გსურს რაღაც ახალი, მომართული ხარ შედეგზე და მუდამ მწვერვალების დაპყრობაზე ოცნებობ. 2020 წელსაც ასე გააგრძელე და წლის მმართველი კარიერულ წინსვლას გპირდება. აუცილებლად მიიღებ საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს. ხომ გახსოვს კონკიას ისტორია, ჯადოქარი ნათლია და ბროლის ფეხსაცმელი?

2. მეოცნებე რომანტიკოსი

ამ წრუწუნას (ენა არ მოგიბრუნდება, ვირთხა რომ დაუძახო) კეთილი სული და დიდი გული აქვს. ისევე, როგორც შენ. სვიტერის ფერი მის სიხარულისა და ქველმოქმედებისკენ სწრაფვაზე მიუთითებს. ყურებზე ჩამოფხატული ლურჯი ქუდი კი წარმატების მომასწავებელია. წინ თავაწეულმა იარე. მომავალ წელს წარმატებები და ბარაქა გელის.

3. სერიოზული იდეალისტი

ცისფერი - წყლისა და სუფთა ცის სიმბოლოა. სიმშვიდე, ჰარმონია და რეალობის სწორი აღქმა - აი, რა იქნება შენი თანმდევი მომავალ წელს. მშვიდად და აუღელვებლად მოაგვარებ ნებისმიერ საკითხს, რაც პირველ რიგში, დიდ სიხარულს მოგიტანს. გახსოვდეს, წყალმა წვეთწვეთობით ქვა გახვრიტა. გააქტიურდი, უზენაესი ძალები შენ მხარეს არიან.

4. მხიარული ოპტიმისტი

მხიარული, სიცოცხლის მოყვარული თაგუნა გეუბნება, რომ მომავალ წელს ყველაფერი გამოგისწორდება და პირველ რიგში, მატერიალური მდგომარეობა. ნარინჯისფერი სვიტერი კი იმას ნიშნავს, რომ თვითგანვითარებასა და თვითკვლევას უნდა დაუთმო დრო. გახსოვდეს, სამართალდამცველებთან კამათი და კანონის დარღვევა კარგს არაფერს მოგიტანს.

5. სანტა-თაგუნა

მუდამ მხიარულებისა და დღესასწაულების მოწყობის განწყობაზე ხარ. უფრო სწორად კი, სხვებისთვის ბედნიერების მინიჭების. ახალ წელს ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდება. სიახლეებისთვის უნდა მოემზადო, ამისთვის კი სხვებზე მეტად საკუთარ თავზე უნდა იზრუნო. წითელი სვიტერი კი სიხარულის, ვნების ფერია. გირჩევთ, 2020 წელს ყველაფერში დაიცვა ზომიერება.

6. ყინულის დედოფალი

გსურს, შენი ცხოვრება ჯადოსნური, ზღაპრული მომენტებით იყოს აღსავსე? ამისათვის ყინულის დედოფალივით კი არ უნდა იყო, ხშირად უნდა გაიღიმო, უნდა "გათბე". თუ ყინულის სასახლიდან გამოხვალ, დაინახავ, რომ გარშემო უამრავი საინტერესო ხდება. იყავი მზად სხვების დასახმარებლად, სიკეთის გასაცემად და სამყაროსგანაც იმავეს მიიღებ.

წყარო: marao.ge/




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42