"ინტიმურ საქმემდე მისულ წყვილს ოთხი დეპუტატი და 50-მდე პოლიცია დაადგა თავზე" - რა მოხდა აქციის დარბევამდე
სოც.მედია - 18:20, 26 Nov, 2019     4398

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში კურიოზულ ისტორიას ჰყვება.

​მისი თქმით, შეშაზე "მონადირეობის" თავგადასავალი, ახალგაზრდა წყვილისთვის სავარაუდოდ რომანტიკული საღამოს ჩაშლით დასრულდა.

​"ევროპული საქართველოს" სახელით ბოდიშს ვუხდით ორ ახალგაზრდას…

ანუ, გუშინ, ხომ იყო საგიჟეთი. შეშაზე და წალამზე ნადირობდა მთლიანად პოლიცია. რაციებით გადასცემდნენ "ორი ერთეული შეშა ამოვიღეთ ჯორჯაჯის ქუჩიდანო" და ეგეთ საგიჟეთებს. რამდენიმე შეშა დეპუტატებს წაართვეს. წალამზე ბოკერია დააკავეს ცოტა ხნით…

ჰოდა, ერთ მომენტში ორი შეკვრა წალმით (რომელიც 6 წუთში იწვება ბოლომდე) დატვირთული (!) ევსაქების ოთხი დეპუტატით აღჭურვილი ორი მანქანა დაიძრა თავისუფლების მოედნისკენ გათბობის უსახიფათოესი აქტის განსახორციელებლად, სადაც მათ აედევნა პოლიციის 5-მდე მანქანა. ჩვენებმა იფიქრეს, თავგზა ავუბნიოთ შეშაზე მონადირეებსო და აუხვიეს ტაბიძეზე, სადაც მათ პოლიციის მანქანებმა გადაასწრეს და ინგოროგყვაზე ასახვევი გზა გადაუკეტეს. ჩვენებმა გზა გააგრძელეს დავითაშვილისკენ… როგორც ჩანს, პოლიციამ იფიქრა, საშიში შეშით დატვირთული დეპუტატები ივანიშვილის ძილის მყუდროების დარღვევას აპირებენო და ათამდე მანქანამ გადაასწრო ჩვენს ორ მანქანას და ბიძინას სახლისკენ ასახვევი გაამაგრეს მყისიერად… კორდონი შეკრეს და ივანიშვილების ოჯახის სიმყუდროვე უზრუნველყვეს. ჩვენებმა მშვიდად განაგრძეს გზა ზემოთ, წავკისისკენ.

პოლიციამ, როგორც ჩანს, იფიქრა, რაღაც უმზაკვრესი, ჯერ კიდევ ამოუხსნელი აქვთ ჩაფიქრებულიო და ათამდე ეკიპაჟი დაედევნა და ბოლოს გააჩერეს ჩვენი დეპუტატები სადღაც ზემოთ, თბილისის თავზე…ამავე დროს იქვე იდგა ერთი სხვა მანქანა… სადაც, როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა წყვილი მისცემოდა თავის ინტიმურ, ან ინტიმურამდე ჯერ არმისულ მშვიდობიან და სასიამოვნო საქმეს… ქალაქის ხმაურისგან განმარტოვება ნდომებიათ ახალგაზრდებს. იფიქრეს ამაზე კარგ ადგილს რას ვნახავთო…ჰოდა დაატყდათ თავზე ოთხი დეპუტატი და 50 მდე პოლიცია…

ჰოდა, მოკლედ ბოდიში ამ ახალგაზრდებს. იმედია, რამე გამოუსწორებელი ტრავმა არ მიადგათ.

Irakli Abesadze-ის მონათხრობის მიხედვით…", - წერს სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42