კვენტინ ტარანტინო: „ვირთხების მეშინია... რომ დავინახო, რომელიმე გოგოს ჩავუხტები კალთაში“
ეს საინტერესოა - 18:11, 25 Nov, 2019     2111

კვენტინ ტარანტინო ამბობს, რომ კოშმარული სიზმრები კარგა ხანია, არ დასიზმრებია, რაც შეეხება პერსონალურ შიშს, ტარანტინო აღიარებს, რომ ვირთხების ეშინია.

ტარანტინოს თქმით, მასზე გადაღებული ფილმი მისთვის საინტერესო იქნებოდა, მაგრამ მაინც არ უყურებდა. „აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ ინტერვიუს კვენტინ ტარანტინოსთან:

-ნათელია, რომ თქვენს შემოქმედებაში ძალადობას დიდი ადგილი უჭირავს...

-მე მხოლოდ ჩემს ისტორიებს ვყვები, ჩემს საქმეს ვაკეთებ. მიყვარს ჟანრებში და სუბჟანრებში შესვლა. ის ჟანრები, რომელთაც მე ვიყენებ, მოიცავს ძალადობის ელემენტებს, მატერიალს - იქნება ეს კრიმინალური ფილმები, კუნგ-ფუზე აგებული სიუჟეტი, სამურაების ისტორია თუ სხვა. მაგრამ „ჯეკი ბრაუნის“ შემთხვევაში ძალადობას ვერსად შეხვდებით, აქ ყველაფერი პერსონაჟის გარშემო ტრიალებს.

-როგორ ახერხებთ ასეთი მკაფიო ხასიათის მქონე პერსონაჟების შექმნას?

-მე მწერალი ვარ, ეს ჩემი საქმეა. მწერალს ევალება, მხოლოდ საკუთარ თავზე კი არ წეროს, გადახედოს კაცობრიობის დანარჩენ ნაწილს და შეისწავლოს ის - სხვა ადამიანების საუბრის მანერა, ფრაზები, რომლებსაც ისინი იყენებენ. მე ვუსმენ ყველაფერს, რასაც ამბობენ, ვაკვირდები ქცევებს, თუ ხუმრობას ან საინტერესო ისტორიას მომიყვებიან, ვიმახსოვრებ.

-რის მიმართ გაგაჩნიათ პერსონალური შიში?

-ჩემი უდიდესი შიში დაკავშირებულია (და სავარაუდოდ, ეს ერთადერთია რასაც შემიძლია „დიდი შიში“ ვუწოდო) ვირთხებთან. ვირთხა რომ მაგიდაზე დავინახო, რომელიმე გოგოს ჩავუხტები კალთაში.

-რამე კოშმარი თუ გაწუხებთ?

-კოშმარი კარგა ხანია არ დამსიზმრებია. როცა პატარა ბავშვი ხარ და კოშმარს ხედავ, მშობლების საწოლს აფარებ თავს, მაგრამ დედაჩემი მკაცრი იყო ჩემ მიმართ. როცა გარკვეულ ასაკს მივაღწიე, მათ უკან, ჩემი ოთახისკენ გამაბრუნეს და მივხვდი, რომ აღარ მქონდა კოშმარის ნახვის ფუფუნება, რადგან დედაჩემთან ვეღარ გავიქცეოდი.

-რამდენი ფილმი გინახავთ ცხოვრების განმავლობაში?

-წარმოდგენა არ მაქვს, ალბათ ვერც გამოვიცნობდი რომ მეცადა. მაგრამ 17-დან 22 წლამდე ყოველ ფილმს აღვნუსხავდი, რომელსაც ვნახავდი კინო-თეატრებში. შემდეგ ვარჩევდი ჩემს საყვარელ ფილმებს და ჯილდოებს გავცემდი. იმ პერიოდში დაახლოებით 200 ფილმი მქონდა ნანახი.

-რომელია თქვენი რჩეული სამი პერსონაჟი?

-ახლა რომ მეკითხები და გიპასუხებ, ხვალ ან რამდენიმე საათის შემდეგ შეიძლება ჩემი პასუხი შეიცვალოს. ამჟამად კი დავასახელებდი აბოტს და კასტელოს ფილმიდან „შეხვედრა ფრანკენშტეინთან“, რადგან ეს ფილმი მაშინ ვნახე, როცა პატარა ბიჭი ვიყავი და დაუვიწყარი შთაბეჭდილება დამიტოვა. ასევე მინდა გამოვყო ფილმი „ტაქსის მძღოლი“, რომლის გმირიც კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსურია. და, რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნო „კარგი, ცუდი და ბოროტიც“.

ყველა ჟანრი ნამდვილად არ მომწონს. მომწონს ისტორიული ფილმები, მაგრამ კოსტუმირებული დრამის ფანი არ ვარ. კიდევ ერთი ჟანრი, რომელიც დიდად არ მომწონს, ბიოგრაფიაა. ბიოგრაფიული ჟანრის ფილმები მხოლოდ კარგი შესაძლებლობაა მსახიობებისთვის რომ ოსკარი გაინაღდონ.

-თქვენი ცხოვრების შესახებ რომ გადაიღონ ფილმი, ეგეც მოსაწყენი იქნება?

-ალბათ მესიამოვნება, მაგრამ მაინც არ ვუყურებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42