ქვემო ქართლში საპატრულო პოლიციის რებრენდინგი განხორციელდა
სამართალი - 18:35, 23 Oct, 2013     4109

აღნიშნულ ღონისძიებას რუსთავში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

მინისტრის თქმით, საპატრულო პოლიციის რებრენდინგის პირველი ეტაპი ქვემო ქართლის რეგიონით დასრულდა და ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა რეფორმის მეორე ეტაპის განსახორციელებლად. ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბდება საპატრულო პოლიციის ახალი რეგიონალური დანაყოფები, რომლებიც განთავსდება ახალ, კომფორტულ და თანამედროვე შენობებში; დაიხვეწება საპატრულო პოლიციის მართვის სისტემა. უახლოეს დღეებში შეიქმნება გურიის რეგიონის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო.

მინისტრი თავის სიტყვაში ასევე შეეხო საპრეზიდენტო არჩევნების თემას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასული წლის მთავარი მიღწევა არის თავისუფალი არჩევანის უფლება და მისი თქმით, თუ ვინმე შეეცდება ამ უფლების დარღვევას, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. მინისტრმა მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თანამშრომლებს მოუწოდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ავტოპარკი მთლიანად განახლდა და „შკოდას“ მარკის 21 და „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს („პიკაპის“ ტიპის) 3 ახალი ავტომობილით შეივსო. ასევე, გაფართოვდა ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახლა უკვე „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს ახალი ავტომანქანებით დაიწყეს პატრულირება წალკის რაიონის მიმართულებით.

გარდა ამისა, რეგიონში პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.

საპატრულო პოლიციის რებრენდინგი მიმდინარე წლის მაისში თბილისში დაიწყო და შემდეგ ქვეყნის რვავე რეგიონში წარმატებით განხორციელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42