ბრიტანელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ თავისა და კისრის სხვადასხვა სახეობის კიბოს საწინააღმდეგო წამალი, პემბროლიზუმაბი, რომელიც ამ დაავადების იმუნოთერაოპიული მეთოდით მკურნნალობის დროს გამოიყენება, ადამიანს სიცოცხლეს 2-3 წლით უხანგრძლივებს და ამასთან, იგი ნაკლებ ტოქსიკურია და პაციენტს ქიმიოთერაპიის მძიმე ფორმის მკურნალობასაც ააცილებს თავიდან.
ექიმები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა ამ სახის კიბოს დაავადებამ და მისი დაგვიანებული აღმოჩენის შემთხვევაში მისი მკურნალობა ძალიან რთულ პროცედურასთან არის დაკავშირებული.
2011 წელს ერთერთ პაციენტს ხორხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. სამწლიანი ქიმიოთერაპიის შემდეგ მას სისხლიანი ხველება დაეწყო, რადგან სიმსივნე ფილტვებზეც გადავიდა. პაციენტმა გადაწყვიტა მიეღო მონაწილეობა ექსპერიმენში და პემბროლიზუმაბით, იმუნოთერაოპიული მეთოდით მკურნალობა დაიწყო.
იგი დღემდე ცოცხალია და ექიმები აცხადებენ, რომ სიმსივნე თანდათან კლებულობს.
იმუნოთერაპია არის სიმსივნის მკურნალობის მეთოდი, რომელიც არ კლავს კიბოს უჯრედებს, არამედ ასტიმულირებს ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რათა მან შესძლოს აღმოაჩინოს კიბოს უჯრედები და შეებრძოლოს მათ.
პემბროლიზუმაბი უკვე ფართოდ გამოიყენება ამ დაავადებასთან ბრძოლის დროს. პრეპარატი პაციენტს წვეთოვანის საშუალებით მიეწოდება, მაგრამ მისი მეშვეობით მკურნალობა ჯერჯერობით მხოლოდ მაშინ ხდება, თუ კიბო "დაბრუნდა" ან იგი განუკურნებლად ითვლება.
როგორც წესი, იმუნოთერაპიის გამოყენება ხდება მას შემდეგ, თუ მკურნალობის სტანდარტული მეთოდები, მაგალითად ქიმიოთერაპია, შედეგს არ იძლევა. თუმცა, გამოკვლევამ, რომელიც 37 ქვეყნის 882 პაციენტზე ჩატარდა, აჩვენა, რომ იგი მკურნალობის ადრეულ სატდიაზეც სასურველია იყოს გამოყენებული, ხოლო ზოგიერთი ტიპის პაციენტზე, იგი საწყის მკურნალობად უნდა დაინიშნოს.
ამავე კვლევით, იმუნოთერაპიული მკურნალობა უფრო რბილია და პაციენტის სიცოცხლეს უფრო ახანგრძლივებს. თუმცა, ეს მეთოდი ყველაზე არ მოქმედებს.
კვლევამ აჩვენა, რომ სიმსივნის პროგრესირებადი დაავადების შემთხვევაში, პრეპარატმა 4-დან 1 ადამიანს უშველა - მათი დაავადება ნაკლებაგრესიული გახდა და დაახლოებით 23 თვის შემდეგ დასტაბილიზირდა.
პაციენტებს, რომელთაც უფრო რთული მდგომარეობა აქვთ, იმუნოთერაპია ქიმიოთერაპიასთან ერთად ენიშნებათ.
კვლევის მიზანი სწორედ ეს გახლდათ - გამოევლინათ, თუ რა ტიპის ადამიანებზე იმოქმედებს იმუნოთერაპია დადებითად. ექიმები ამ პრობლემის მოგვარებას იმუნური მეთოდით სიმსივნის მარკერის PD-L1-ის მკურნალობას ტესტავდნენ.
მეცნიერები კვლევებს აგრძელებენ და აცხდებენ, რომ პემბროლიზუმაბს, ისევე როგორც ამ ტიპის სხვა წამლებს თნ უნდა ახლდეს ტესტი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ვინ არიან ამ წამლების მიზნობრივი რეციპიენტები და ვისზე არსებობს დიდი ალბათობა, რომ ამ მეთოდით მკურნალობა დადებით შედეგს გამოიღებს.
მასალის გამოყენების პირობები