"პიცა მინდა პეპერონით" - ზარი 911-ში, რომლის საშუალებითაც შვილმა დედა ცემას გადაარჩინა
ეს საინტერესოა - 10:38, 24 Nov, 2019     4254

აშშ-ის შტატ ოჰაიოს ქალაქ ორეგონში, 911-ში უცნაური ზარი შემოვიდა. პატარა გოგონამ შეშფოთებული ხმით ოპერატორს პიცა შეუკვეთა. ოპერატორს თავდაპირველად ეგონა, რომ მას ნომერი შეეშალა, თუმცა განმეორებითი შეკითხვის დროს, გოგონამ პიცა უფრო დაჟინებით მოითხოვა და მისამართი რამდენჯერმე გაიმეორა. ოპერატორი მიხვდა, რომ საქმე სერიოზული იყო და დამაზუსტებელი კითხვა დაუსვა გოგონას:

"ოპერატორი: - საფრთხე სერიოზულია?

გოგონა: - დიახ, დიდი პიცა მინდა...

ოპერატორი: სამედიცინო დახმარებაც გჭირდებათ?

გოგონა: დიახ, დიდი პიცა პეპერონით..."

ამ პასუხების შემდეგ ოპერატორმა გოგონას მისამართი პოლიციას გადაუგზავნა და უთხრა, რომ ადგილზე სპეციალური სირენების ჩართვის გარეშე მისულიყვნენ.

როგორც გაირკვა, გოგონას დედას მთვრალი პარტნიორი მიუვარდა სახლში და ცემა დაუწყო. იგი ადრეც ძალადობდა ქალზე და გოგონამ დედის გადასარჩენად 911-ზე დარეკვა გადაწყვიტა, მაგრამ შეეშინდა, რომ მოძალადე მის ზარს გაიგონებდა და ეშმაკური ხერხი მოიგონა.

მას გაახსენდა, რომ რამდენიმე ხნის წინ სოცქსელებში მიმდინარეობდა სპეციალური კამპანია, რომლის მიზანი იყო მოსახლეობისთვის მიეწოდებინათ სხვადასხვა ხერხი, თუ როგორ მიემართათ პოლიციისთვის ძალადობის შემთხვევაში, თუ ღია ზარის განხორციელება შეუძლებელია. ერთერთი მეთოდი იყო 911-ში დარეკვა და პაროლი "პეპერონის" თქმა.

ადგილობრივმა პოლიციამ სათანადოდ დააფასა როგორც გოგონას გონიერი ნაბიჯი ასევე 911-ის ოპერატორის, ტიმ ტენეიკის, მიხვედრილობა. მოძალადე - 56 წლის საიმონ ლოპესი, პოლიციამ ადგილზე დააპატიმრა.

მსგავსი სიტუაციების დროს სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი მეთოდი მოქმედებს. მაგალითად ბრიტანეთში ნომერ 999-ზე დარეკვა და დუმილი საკმარისია, რომ ოპერატორი მიხვდეს, რომ დამრეკს საფრთხე ემუქრება. ასევე ბრიტანელებს სთავაზობენ, რომ ტელეფონი ჩართული დატოვონ, რათა ოპერატორმა გაიგონოს თუ რა ხდება ამ დროს ადგილზე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42