მეუფე დანიელი ამბობს, რომ სამების ტაძარს უწმინდესმა და უნეტარესმა უწოდა ქართველი ერის ავტოპორტრეტი უწოდა.
მისი თქმით, პატრიარქი ლოცულობს ყველაზე მეტად გაჭირვებული, სარწმუნოებისა და ეკლესიისადმი დაპირისპირებული ადამიანებისთვის.
„ამ ტაძრის აშენებით ჩვენ დავუბრუნდით ერთობით დედაეკლესიას, თუმცა ბრძოლა გრძელდებოდა და დღემდე გრძელდება. არაერთი განსაცდელი გამოიარა ეკლესიამ, კიდევ არაერთი გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ეკლესიამ და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ წყალობისთვის, ჩვენ ვმადლობთ პატრიარქს ამ წყალობისათვის, რომელიც მიუხედავად ამდენი უმადურებისა, მიუხედავად ამდენი განსაცდელისა, სიყვარულით არის სავსე და ყველაზე მეტად ლოცულობს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დაუბრუნდნენ დედაეკლესიის წიაღს და კიდევ უფრო მეტად, ვინც ჯერ კიდევ უპირისპირდება დედაეკლესიას, მათთვის ლოცულობს. ეს არის აღსრულება ყველაზე მთავარი მცნებისა - აკურთხებდით მაწყევართა თქვენთა. დიახ, უწმინდესი ლოცულობს ყველაზე მეტად გაჭირვებული, სწორედ სარწმუნოებისა და ეკლესიისადმი დაპირისპირებული ადამიანებისთვის და სწორედ ამაშია ჩვენი გამარჯვების ძალა.
მასალის გამოყენების პირობები