2013 წლის 24 ოქტომბერს 14:00 საათზე სასტუმრო “შერატონ მეტეხში” ავსტრიის რესპუბლიკის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის - „კლიმატის ცვლასთან ადაპტირებული მდგრადი სატყეო მეურნეობის დაგეგმარება ბორჯომის რაიონში“ პრეზენტაცია გაიმართება.
2.0 მილიონი ევროს ღირებულების ორწლიანი პროექტი მიზნად ისახავს კლიმატის ცვლასთან ადაპტირებულ მდგრადი სატყეო მეურნეობის დაგეგმვასა და მის ხელშეწყობას ბიომრავალფეროვნების დაცვის, ტყის ადგენა-გაშენების, ტყის დაცვის გაუმჯობესებისა და სატყეო დარგში მომუშავე პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერების გზით.
პროექტს განახორციელებს „ავსტრიის ფედერალური ტყეები“ (Österreichische Bundesforste) და ტყეების, ბუნებრივი კატასტროფების, ლანდშაფტების, ტრეინინგისა და კვლევის ფედერალური ცენტრი (BFW), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.
პროექტის საპილოტო ტერიტორია ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობა და იგი განხორციელდება ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაგეგმილ საქმიანობებთან კოორდინაციით.
მასალის გამოყენების პირობები






