ბათუმში, ერთ-ერთ კერძო ბაღში, 2 წლის ბავშვი ჯგუფელმა დაკბინა. ამის შესახებ მშობელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა.
ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ტელევიზია, იმ ბაღში მივიდა, სადაც რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა.
ბაღის დირექტორი არ მალავს, რომ გოგონას ჯგუფელმა მართლაც უკბინა. ჰყვება, რომ პატარას ყინულის საფენები დაადეს და პირველადი დახმარება გაუწიეს. ლეილა აბაშიძე ირწმუნება, რომ ძიძას და მასწავლებელს საყვედური გამოუცხადა.
კერძო ბაღი, სადაც ამ ეტაპზე 54 ბავშვი სწავლობს, დაახლოებით ერთი თვის წინ გაიხსნა. ბაღში დამონტაჟებული არ არის კამერები.
მშობელი სტატუსში გულგრილობასა და უპასუხისხმგებლობაზე საუბრობდა. ''დაიცავით ბავშვის უფლებები'' - წერდა მარიამის დედა სოციალურ ქსელში. 
მასალის გამოყენების პირობები






