"რა უძლური აღმოჩნდა სიტყვა, რომელიც ხორხიდან აღმომსკდარმა ტირილმა გაწყვიტა" - ავარიაში დაღუპული 16 წლის ბიჭის სკოლის პედაგოგის ემოციური მიმართვა
სოც.მედია - 10:50, 21 Nov, 2019     1236

დედოფლისწყაროს, სოფელ გამარჯვებაში 16 წლის ბიჭის დაღუპვას სოციალურ ქსელში პედაგოგი ეკა თარაშვილი ეხმაურება.

"ზურაბ, დღეს ჩვენს სოფელში ტკივილმა გული დაგვიმდუღრა და შავმა მოიცვა უდარდელი ბავშვთა სამყარო. რამდენი სიყვარული გაგიცია, რომ ასე ააცრემლე უმანკო თვალები, თუმცა განა შენ კი გინდოდა? რა მხიარულად და აზრიანად გაგიტარებია გუშინდელი მოაზროვნეთა შეჯიბრი... და ეს უკანასკნელი ყოფილა შენთვის. როგორი ხალისით გაიპარე ოთხი დღის წინ კლასელებთან ერთად სკოლიდან... და ესეც უკანასკნელად. როგორ შინაარსიანად შეასრულე ჩემი დავალება მომავალი სასკოლო ღონისძიებისთვის, სადაც პრეზენტაცია უნდა გქონოდა. ეს კი ვეღარ შეძელი ჩვენთან ერთად... როგორ გადმოვცე ის, რაც ჩვენი ლამაზი სკოლის კედლებსა და დერეფნებში დღეს, დილას ხდებოდა... თავალებაწითლებულ, ნამტირალევ და უიმედო გოგო-ბიჭებს გაკვეთილებს ვუტარებდით, ასეთივე თვალები გვქონდა ჩვენც... მერე კი შენს ოჯახს გვერდით დავუდექით, თუმცა რა უძლური აღმოჩნდა სიტყვა, რომელიც ხორხიდან აღმომსკდარმა ტირილმა გაწყვიტა... როგორ ვანუგეშოთ დედა, მამა, ძმა, ძმობილები... და როგორ ვინუგეშოთ მთელი სკოლა და სოფელი, რომ 16 წლის უმანკო სიცოცხლე ხელიდან გაგვიფრინდა... შენს დიდ, ცისფერ თვალებში ცა სამუდამოდ აირეკლა, ზურაბ, დედა ღვთისმშობელი იყოს მეოხი შენი სულისა!" - წერს ეკა თარაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42