მილიარდერები, რომლებმაც სრული ფიასკო განიცადეს და გაკოტრდნენ
ეს საინტერესოა - 17:50, 20 Nov, 2019     3990








რამეშ ჩანდრა იყო ინდოელი ბიზნესმენი, რომელმაც თავისი ქონება დააგროვა უძრავი ქონების ინდუსტრიაში. მისი ბიზნესის ყველაზე წარმატებულ პერიოდში, მისი ქონება 9.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2001 წელს მისი კომპანია გაეხვა ეროვნული ტელეკომის სკანდალში, რის გამოც მისი შვილი 2011 წელს დააკავეს. დაგროვილი დავალიანებისა და უზარმაზარი თანხების დეფიციტის გამო , რამეშ ჩანდრამ ქონება თითქმის სრულად დაკარგა და თავისი ბიზნეს იმპერიის აღდგენა დღემდე ვერ მოახერხა.







პატრიცია კლუჯი იყო დაქორწინებული მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანზე 1990 წელს, რომელიც 5 მილიარდი დოლარის მფლობელი იყო. განქორწინების შემდეგ, პატრიციამ მიიღო 1 მილიონი აშშ დოლარი უძრავი ქონების სააგენტოც. მან თავისი ფინანსები დააბანდა მეღვინეობაში, რა დროსაც 65 მილიონი დოლარის სესხი აიღო, რათა ათობით მდიდრული სახლი აეშენებინა, რაც მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ტრაგიკული შეცდომა იყო. 2008 წლის საერთაშორისო საბანკო კრიზისმა აიძულა პატრიცია თავისი ქონება გაეყიდა - კლუჟის ვენახის კომპანია კი დონალდ ტრამპმა შეისყიდა 6 მილიონ დოლარად.







ადოლფ მერკლი იყო გერმანიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომლის პირადი ქონება შეადგენდა 12.8 მილიარდ დოლარს. 2008 წლის ეკონომიკურმა რყვევებმა ძლიერად იმოქმედა მასზეც და საკრედიტო კრიზისის ფონზე მან 3.6 მილიარდი დაკარგა. მიუხედავად მასობრივი დანაკლისისა, იგი მაინც დარჩა გერმანიის ხუთი უმდიდრესი ადამიანის სიაში. 2008 წლის ბოლოს, მერკლის საინვესტიციო კომპანია VEM-მა 6 მილიარდი დოლარი დაკარგა. მერკლიმ სარისკო გადაწყვეტილებების ფონზე ძალზე დიდი ფული დაკარგა, რამაც მისი გაბანკროტება გამოიწვია, რის შემდეგაც ბიზნესმენმა ტრაგიკულად დაასრულა თავისი ცხოვრება - მატარებლის ლიანდაგებში გადახტა, რა დროსაც მომავალმა მატარებელმა გაიტანა.




ამერიკელი გამომგონებელი და მეწარმე, ელიზაბეტ ჰოლმსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქალი მილიარდერი 2015 წელს მას შემდეგ, რაც მან ჯანდაცვის ტექნოლოგიური კომპანია , ტერანოსი დააარსა, რომლის ქონება 9 მილიარდ დოლარად შეფასდა. ჰოლმსი 2015 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა რიცხვში მოხვდა.

ელიზაბეტის ბიზნესმა კრახი განიცადა მას შემდეგ, რაც ფედერალურმა ბიურომ გამოძიება დაიწყო მისი კომპანიის კორუფციულ საქმიანობაზე - გამოძიების შედეგად დადგინდა რომ ინვესტორები შეცდომაში შეჰყავდათ ინოვაციური ე.წ „ სისხლის შემოწმების ტექნოლოგიაში“ დიდი ფულის დაბანდების საკითხზე. ბრალდებების ფონზე, მილიარდერის მიმართ სანდოობა დაიკარგა საზოგადოებრივ წრეებში, რამაც უარყოფითად იმოქმედა მისი კომპანიის ფინანსურ მხარეზეც. FORBES-მა გადააფასა მისი როლი და ჰოლმსი შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე „იმედგამცრუებელი ლიდერი“. სამედიცინო ასოციაციების მოთხოვნის შესაბამისად მას აეკრძალა თავის კომპანიაში 2 წლის განმავლობაში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება.




რობერტ ალენ სტენფორდი ყოფილი მილიარდერი ფინანსისტია, რომელსაც 2009 წელს ფინანსური თაღლითობის მუხლით 110 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. იფი თავისი ფინანსური მომსახურების კომპანია, სტენფორდის ფინანსური ჯგუფის თავმჯდომარე იყო. მისი ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის, სტენფორდის საერთაშორისო ბანკის ხელმძღვანელობის განცხადებით, მისი აქტივები შეადგენდა 8,5 მილიარდ აშშ დოლარს და ჰყავდა 30 000 კლიენტი 136 სხვადასხვა ქვეყანაში.

2009 წელს აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინა, რომ სტენფორდი დამნაშავე იყო თაღლითობაში- 8 მილიარდი დოლარის ღირებულების მაღალშემოსავლიანი დეპოზიტები უკანონოდ გაყიდა. მილიარდერი 2009 წლის ივნისში დააპატიმრეს ფულის გათეთრების ბრალდებით.






ბრაზილიელმა ბიზნესმენმა, აიკ ბატისტამ 2 ათეულ წელიწადში სამთო მრეწველობითა და ნავთობის აღმომჩენი ინდუსტრიით 30 მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა 2011 წელს. ამ მონაცემებით იგი პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის მე-8 ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა სამთო ინდუსტრიის უეცარი კოლაფსის გამო მისმა ბიზნესმა კრახი განიცადა.

2013 წელს ფორბსის ინფორმაციით, ბატისტამ 20 მილიარდი $ დაკარგა წლის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ, მასობრივი დავალიანებების ფონზე, ბიზნესმენის პირადი ქონება 200 მილიონი დოლარიდან ნეგატიურ მაჩვენებლამდე დავიდა.

2017 წელს კი, ბრაზილიის სამართალდამცავმა უწყებებმა დააპატიმრეს აიკ ბატისტა 100 მილიონი დოლარის გათეთრების საქმეზე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42