საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია ხელისუფლებისთვის სარეკომენდაციო პაკეტს ამზადებს
საზოგადოება - 13:45, 23 Oct, 2013     1090

პროექტი სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს, ერთიმხრივ, ახალგაზრდების - სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისა და სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებთან და ინსტიტუტებთან დაკავშირებით, ხოლო, მეორემხრივ, სარეკომენდაციო დოკუმენტის შემუშავების გზით მათი ჩართულობის უზრუნველყოფას ქვეყანაში მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესებში.

„ნიშანდობლივია, რომ პროექტის მიმდინარეობა დროში ზუსტად დაემთხვა ქვეყანაში მორიგი საკონსტიტუციო რეფორმის დაწყების მომენტს, ამასთან დაკავშირებით ნოემბერში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაც შეიკრიბება.

აღნიშნული რეფორმა სამომავლოდ აუცილებლად უნდა იქცეს ჩვენი კონსტიტუციის სტაბილურობის გარანტად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მასში სამოქალაქო საზოგადოება, ქვეყნის თითოეული მოქალაქე აქტიურად იყოს ჩართული, მათ შორის, ახალგაზრდებიც. ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტი სწორედ მიმდინარე კონსტიტუციური პროცესის აქტუალურ აპსექტებზე ახალგაზრდების აზრის შესწავლასა და შემდგომში მათ ადვოკატირებაზეა ორიენტირებული.

შეხვედრებზე ფიქსირდება უამრავი საინტერესო პოზიცია, რომელიც პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ დეტალურად აღინუსხება და საბოლოოდ სარეკომენდაციო დოკუმენტში აისახება. ხსენებული დოკუმენტი დაახლოებით ერთ თვეში იქნება საჯაროდ ხელმისაწვდომი და გადაეცემა შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებს. ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფორმატშიც, შესაძლებლობა მოგვეცემა პროექტის შედეგების გათვალისწინებით მოვახდინოთ კონკრეტული წინადადებების ინიცირება და აქტიურად ჩავერთოთ ქვეყნის უზენაესი კანონის ახალი რედაქციის შემუშავების პროცესში.“ - აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი, თორნიკე ჭეიშვილი.

აღსანიშავია, რომ „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ“ უკვე გამართა შეხვედრები: მარნეულში, ზუგდიდში, მესტიაში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, რომლებშიც საერთო ჯამში 400-ამდე სკოლის მოსწავლემ და სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

ამასთან, ასოციაცია მადლობას უხდის ადგილობრივ მედიასაშუალებებს ზემოხსენებული შეხვედრების შესახებ ინფორმციის ინტენსიურად გავრცელებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42